უსათაურო ბლოგი

—-> ბლოგი გადავიდა ახალ მისამართზე

Posted in Uncategorized by A_I on February 6, 2010

ბლოგი წყვეტს არსებობას ამ მისამართზე და გადადის ახალ დომეინზე.

დიდი მადლობა იმისათვის რომ მკითხულობთ.

მეტი ინფორმაცია აქ

Top 3 პოდკასტი (ჩემი ვერსია)

Posted in Uncategorized by A_I on February 4, 2010

ტერმინი “Podcast” მოდის კომპანია Apple-ს ცნობილი (რბილად რომ ვთქვათ) პროდუქტისგან- mp3 პლეიერისგან iPod-ისგან. როგორც, მე მივხვდი ამ ბოლო დროს ეს სრულიად სამართლიანი მოვლენაა. პოდკასტების აქტიური მსმენელი iPhone-ს (რომელიც ტელეფონიანი iPodია) შეძენის შემდეგ გავხდი და დავაფასე კიდევაც პოდკასტის ყველა დადებითი მხარე.

საკმაოდ ბევრი პოდკასტის მსმენელი გავხდი, თუმცა რეგულარულად მხოლოდ რამოდენიმეს ვუსმენ, დანარჩენებს კი ინტერესის და სტუმრების მიხედვით . დღეს მინდა შემოგთავაზოთ ჩემი პოდკასტების ტოპ სამეული. ისინი არ არიან იმდენად თემატურად დაკავშირებულები რამდენადაც, ჩემი აზრით, ხარისხით (ტექნიკური მხრიდან), “საიტერესოობით” და ინფორმატიულობით.

#1 Six Pixels of Separation

ეს პოდკასტი პრინციპში წარმოადგენს 2-in-1-ს, ანუ ეს არის ორი პოდკასტი ერთ ლენტაში. Six Pixels of Separation კანადელი ბლოგერის და კორპორატიული ტრეინერის Mitch Joel-ის პერსონალური პოდკასტია სადაც ის როგორც წესი ინტერვიუს ართმევს სხვადასხვა სოცმედია სამყაროში ცნობილ პიროვნებებს. პოდკასტის ძირითადი თემაც რასაკვირველია სოციალური მედია და მარკეტინგი გახლავთ.

მეორე პოდკასტი კი არის Media Hacks რომელიც სულ ერთი წელია რაც არსებობს და ნაკლებად რეგულარულ და ორგანიზებულ ხასიათს ატარებს. აქ იკრიბებიან ზემიხსენებული Mitch Joel-ის მეგობრები რომლებიც საუბრობენ ახალ მედიაზე და იქ ბოლო დროს განვითარებულ სიახლეებზე. პოდკატში არაოფიციალური ატმოსფერო სუფევს რაც მას სასიამოვნო მოსასმენს ხდის. პოდკასტის მონაწილეები საკმაოდ ცნობილი პიროვნებებია ასევე, კერძოდ კი: Chris Brogan, C.C. Chapman, Hugh McGuire, Christopher S. Penn და ჩემი პირადი ფავორიტი  Julien Smith. მართალია ამ უკანასკნელის გამო პოდკასტი მცირეწლოვნებისთვის არარეკომენდირებული ხდება თუმცა ეგ გვერდითი ეფექტია :) .

პოდკასტი ყოველკვირეულია.

პოდკასტის ლინკი: http://www.twistimage.com/podcast/

#2 SalesRoundUp Podcast

მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ “გაყიდვების” როგორც ბიზნესის სფეროს დიდი ფანი, SalesRoundUp პოდკასტს რეგულარულად ვუსმენ (გაიდვები ამ პოდკასტის ძირითადი და ერთადერთი თემაა).

იუმორი + კარგი და სასარგებლო რჩევები ყველასათვის ვინც გაყიდვებში მუშაობს ან აპირებს ამას. პოდკასტი ყოველკვირეულია.

პოდკასტის ლინკი: http://www.salesroundup.com/

#3 TuxRadar Podcast

პოდკასტი ყველასათვის ვისაც უყვარს “პინგვინები” და იზიარებს მათ ფილოსიფიას, ლაპარაკია ლინუქსზე და Open Source-ზე. Tuxradar არის ჟურნალ Linux Format-ის ბლოგი და პოდკასტი. პოდკასტის წამყვანები კი ჟურნალის სარედაქციო კოლექტივი: Paul Hudson, Mike Saunders, Andrew Gregory და Graham Morrison. პოდკასტშიი აღსანიშნავია მისი აუდიო-ხარისხი (ერთერთი საუკეთესო რაც მომისმენია) და თავად 4 წამყვანის ფორმატი. პოდკასტი გამოდის ორ კვირაში ერთხელ.

პოდკასტის ლინკი: http://tuxradar.com/podcast

ფიქრები სოც. მედია მარკეტინგზე

Posted in კომენტარი, Marketing by A_I on February 3, 2010

ჩავუღრმავდეთ სოციალურ მედია მარკეტინგს. მოვახდინოთ წამიერად იმ ხმაურის უგულვებელყოფა, რომელიც სოციალური მედიის ირგვლივ ტრიალებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ მის არსზე. ასეთ დროს საკმაოდ ხშირად ამ არსში მე ვხედავ ერთ მარტივ (თუმცა სუბიექტურ) ჭეშმარიტებას; სხვაობა “ახალ, რევოლუციურ” მარკეტინგსა და იმ მარკეტინგს შორის რომელიც რამოდენიმე ათასი წელია არსებობს (ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე) არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, მავთულები და კაშკაშა ყუთები ჩვენს მაგიდაზე. ანუ როგორც ასეთი მარკეტინგის, აზრის გავრცელების და მისით სხვების “დაავადების” კანონები ოდნავაც არ შეცვლილა.

იცვლება ტრენდები, მოდა, საზოგადოების შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე (და როგორც წესი ახალი არაფერი ჩნდება აქ, ეს ყველაფერი უბრალოდ წრეზე დადის) თუმცა არ იცვლება დედა აზრი. ახლაც და ასი წლის წინაც, არსებობდნენ ადამიანები რომელთა ნათქვამიც ე.წ. Tipping Point-ს აღწევდა, და არსებობენ ადამიანები რომელთა პირიდან გამოსული ტალღები (ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტები) მხოლოდ ჰაერს არხევდა. ერთნაირად გამაღიზიანებელია Facebook სპამიც და დილის 7 საათზე ომახიანი “მაწონი, მაწოოონიიი”-ც. ასევე არ არის სიახლე რომ მეგობრის მიერ წარმოთქმული “პროდუქტი X ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ” მრავალი მილიონის ბიუჯეტის მქონე ტელე-რეკლამის კამპანიაზე ძლიერია. ამა თუ იმ საკითხზე ჭორიც ყოველთვის სინათლის სხივზე სწრაფად გადაადგილდებოდა. დღეს ყველას აქვს მასებთან საუბრის საშუალება? თავისუფალ საზოგადოებაში ამის საშუალება ყოველთვის, ყველასათვის არსებობდა.

ამ ყველაფერს, მივყავარ შეკითხვამდე: აქვს თუ არა სოც.მედია მარკეტინგს, როგორც დისციპლინას არსებობის უფლება?

პ.ს. მე არ ოდნავაც არ დამიკარგავს რწმენა ინტერნეტის თუ სოც.მედიის ძალაში, არც მისით მარკეტინგის წარმოების ეფექტურობაში, ეს უბრალოდ სადისკუსიო თემაა :)

Follow

Get every new post delivered to your Inbox.