უსათაურო ბლოგი

განუკურნებელი ვირუსი

Posted in Marketing by A_I on მაისი 25, 2009

“ვირუსული მარკეტინგი” (viral marketing) არანაკლებ ამოუცნობი და იდუმალებით მოცულია ვიდრე მისი სეხნიები მედიცინის სფეროდან. მასზე ყველა საუბრობს, ის ბევრს ძლიერ ეფექტურად მიაჩნია, და ზოგი მას წარმატებით იყენებს კიდევაც, თუმცა წარმატების ფორმულა არავის დღესდღეობით არ აქვს.

განმარტებას ვიკიპედიას დავესესხები: “”ვირუსული მარკეტინგი” არის მარკეტინგული ტექნიკა/მეთოდი რომელიც იყენებს არსებულ სოციალურ ქსელებს, ბრენდის ან პროდუქტის შესახებ, ინფორმაციის გასავრცელებლად”. ტერმინი იშვა 1996 წელს ჯეფრი რეიპორტის სტატიაში და ის განხილული იყო Hotmail-ის მაგალითზე რომელიც ყველა წერილის ბოლოს რეკლამას ამაგრებდა. ინტერნეტის ბოლო წლების მიღწევებმა ამ მოვლენას ძალა კიდევ უფრო შეჰმატა. როგორც ჟურნალისტი და მწერალი პოლ გილინი (Paul Gillin) ამბობს: “აქ [ვირუსულ მარკეტინგში] წარმატების ფორმულა არავის გააჩნია… და ნურც ეცდებით მის შექმნას”. მართლაც, ეს უბრალოდ გამოდის და სხვადასხვა მაგალითებიდან ნათლად ჩანს რადიკალური განსხვავებები მიდგომასა თუ მეთოდებში.

“ვირუსული მარკეტინგის” ჩემი ყველაზე საყვარელი მაგალითი არის, ყველასათვის ცნობილ youtube.com-ის საშუალებით ვიდეოს გავრცელება არის. ამიტომაც დღეს ზუსტად მის მაგალითებზე შევჩერდები.

101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos

Menthos-ისა და დიეტური კოლის ურთიერთობები ყველასათვის დიდი ხნის ცნობილი იყო, თუმცა სტეფენ ვოლცმა (Stephen Volz) და ფრიც გრობმა (Fritz Grobe) ეს მოვლენა ახალ სიბრტყეში გადაიყვენეს და ხელოვნებად აქციეს. ვიდეოს დამზადებისას მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა ეფექტს გამოიწვევდა ეს… სამ წუთიანი სახალისო ვიდეოს ეფექტი კი იყო:

  1. Menthos-ის გაყიდვების 20%ით გაზრდა ამერიკის ბაზარზე.
  2. ყველასგან მივიწყებული დიეტური Coca-cola-სთვის მეორე სიცოცხლე (გაყიდვების ზრდა 5-10%).
  3. მილიონობით ვიდეოს მნახველი, ფანი და ახლად დაბადებული ხელოვნების მიმდევარი.

ვოლცისთვის და გრობისთვის კი სამსახურების მიტოვება და ახალ საქმიანობაში სრულიად ჩართვა. შედეგების მისაღებას კი დასჭირდა ჩვეულებრივი ვიდეოკამერა, 101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos :)

Will it Blend?

ეს შეკითხვა ძალიან აქტუალური გახდა მის შემდეგ რაც კომპანია Blendtecმა მოისურვა კორპორატიული სექტორიდან დიასახლისებს გადასწვდომოდა.

კომპანიის მარკეტოლოგს ჯორჯ რაითს (George Wright) იდეა, კომპანიის ლაბორატორიაში ბლენდერების გამოცდის პროცესის ხილვის შემდეგ მოუვიდა. ასე დაიბადა ინტერნეტ ვიდეოების მთელი სერიალი, რომელშიც კომპანიის მფლობელი ტიმ დიქსონი (Tim Dickson) თავისი ბლენდერის საშუალებით სხვადასხვა ნივთებს მტვრად აქცევს. ვიდეოებმა 5 მილიონ მნახველზე მეტი შეიძინა პირველივე თვეებში. შედეგად აქამდე კულინარიის მოყვარულებითვის სრულიად უცნობი Blendtec-ის პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბლენდერად იქცა. ყველაფერი დაიწყო ყინვითა და კოკა-კოლის ქილებით…. და iPhone-თ გაგრძელდა რამაც Blendtec-ის პოპულარულობა კიდევ უფრო გაზარდა. ქვემოთ კი მომყავს ზემოხსენებული ვიდეო :)

ევოლუცია

ზოგის აზრით, ვირუსული ვიდეოს აუცილებელი კომპონენტი მისი იუმორისტული ხასიათია, თუმცა ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ჩვენ საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. Dove-ის 1 წუთიანი ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ერთი ჩვეულებრივი მანდილოსანი, ბილბორდის მოდელად, Forrester Research-ის ანალიტიკოსის შარლინ ლის (Charlene Li) თქმით 1 Zippo-ს ფასი დაჯდა. კანადური ბაზრისთვის დამზადებულ ვიდეოს კი ბევრად დიდი ეფექტი ჰქონდა ვიდრე იგივე Dove-ს 2 მილიონიან კამპანიას (რომელიც იმავე წელს ჩატარდა). და მაინც რა არის საიდუმლო? რთული სათქმელია…

ექსტრემალური მეცხვარეობა

და ბოლოს, ნაფტალინ მოყრილი მაგალითებს თავს დავანებებ და ერთ ერთ ახალ მაგალითს წარმოგიდგენთ. Samsung-ის Extreme Sheep LED Art, რომელის სულ რამოდენიმე თვისაა და უკვე 8 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს (ეგ მხოლოდ youtube-ზე). კომენტარი კი თქვენთვის მომინდია :D

და მაინც, რა არის წარმატების ფორმულა?

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. blintu said, on სექტემბერი 11, 2009 at 1:14 pm

    ბოლო ვიდეო წაშლილია
    იუთუბზე მოვძებნე, მაგარი რამეა :D


დატოვეთ გამოხმაურება