მთვრალი მედვედევი და მექალთანე ობამა
ამ დღეებში, დიდი რვიანის სახელმწიფოების შეხვედრისას ყველაფერთან ერთად “გაირკვა” რომ მედვედევი ლოთი ყოფილა, ხოლო ამერიკისშეერთებული შტატების პრეზიდენტი კი (რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს სხვათაშორის), ყველას დასანახად ასეთი დონის შეხვედრებზე “სხვის ქალებს” უხერხულ ადგილებზე უყურებს ხოლმე. ამის დასამტკიცებლად კი მოყვანილ იქნა ქვემოთ მოცემული სურათები. პირველი მათგანი გავრცელდა Drudge Report-ის საშუალებით, რომელიც შემდეგ გავრცელდა ასევე ისეთ ბლოგებზე როგორიც არის Mashable. მეორე, კი პირველად ამ კონტექსტში სადღაც რუნეტში გაჩნდა და შემდეგ ჩვენს ეროვნულ ფორუმზეც გაიბრწყინა.

წყარო Reuters

იმის გამორკვევა, თუ რამდენად მთვრალია მედვედევი და რას უპირებს ობამა სურათზე გამოსახულ ქალბატონს, კარგად ჩანს ვიდეოდან, რომელიც უმალვე გაჩნდა Youtube-ზე. აღმოჩნდა რომ ეს ორი სურათი იყო უტკა იხვი, და უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი…
რა შუაშია ინტერნეტი? რომ არა ის, ასეთი ამბები ასეთი ელვისებური სისწრაფით არ გავრცელდებოდა (ზოგიერთ გაზეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა თუმცა…) და რაც მთავარია არ მოხერხდებოდა ამ იხვების, ასეთი სწრაფი განეიტრალება. შედეგად, ჩვენ მივიღებდით ფაქტოიდებს. თუმცა თუ ჩვენს ზემოხსენებულ ფორუმს თუ გადავხედავთ, ზოგ ადამიანზე ინტერნეტის ეს ეფექტი არ მოქმედებს და მათ ახლაც სჯერათ რომ G8 შეხვედრაზე “გახეული მთვრალი მედვედევი” იყო.
One Response
Subscribe to comments with RSS.




მადლობა
ახლა ვნახე ეს “ფაქტოიდები”… არ მიმიქცევია მათთვის ყურადღება… მხოლო კურიერში მოვკარი თვალი მთვრალ მედვედზე