უსათაურო ბლოგი

Twitter Power

Posted in წიგნების მიმოხილვა by A_I on ივლისი 14, 2009

0309_bk_cvr_Twitter Powerვაგრძელებ პოსტების სერიას ტვიტტერის შესახებ. დღევანდელ პოსტში მინდა წარმოგიდგინოთ, ადრე დაპირებული წიგნის რევიუ, ტვიტტერის შესახებ.

ტვიტტერი არც თუ დიდი ხანია რაც პოპულარული გახდა, თუმცა მასზე უკვე არსებობს საკმაოდ ლიტერატურა. თუ კი, ახლო მომავალში გადაწყვიტავთ ტვიტტერზე ერთი წიგნის წაკითხვას, ჩემი რჩევა იქნება ეს ერთი წიგნი Joel Comm-ის Twiter Power იყოს.

ინტერნეტი დინამიურია, ინფორმაცია მის შესახებ ყოველ დღე (თუ ყოველ საათი არა) ძველდება. ამიტომაც, მნიშვნელოვანია უახლესი ინფო გვქონდეს. ამას იმიტომ ვახსენებ რომ მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს რომ ეს წიგნი ამ მომენტში არის აქტუალური და არ ვიცი რამდენად სასარგებლო იქნება ის 1 ან 2 წელიწადში (თან მხედველობაში უნდა მივიღოთ ტვიტტერის განვითარების ტემპებიც). თუმცა დღეს ეს წიგნი საუკეთესოდ მიმაჩნია.

Twitter Power მიმოიხილავს ყველაფერს, რეგისტრაციის პროცესით დაწყებული, ლეგალური დატექნიკური ასპექტებით დამთავრებული. ის გამოსადეგია როგორც დამწყები (ან საერთიდ ჯერ არ დარეგისტრირებული) მომხმარებლებისთვის, ასევე გამოცდილი ტვიტტერერებისთვის. მაშინ როდესაც ბევრი ასპექტები შესაძლებელია აშკარად და (წიგნისათვის) ზედმეტი მოგეჩვენოთ, მაგრამ ამავე დროს ის შეიცავს უამრავ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან, მომენტს რომელსაც ზოგჯერ არ ითვალისწინებს ზოგი ძალიან გამოცდილი ტვიტტერის მომხმარებელიც კი.

Twitter Power ადვილი წასაკითხია, მასში მოცემული რჩევები და მაგალითები პრაქტიკულია. წიგნში არის  კარგი ზოგჯერ მოსაწყენი თეორიის ბალანსი და ის დროულად მოკლედ არის ჩასმული საჭირო ადგილებში. ავტორი მაქსიმალურად არიდებს თავს ჟარგონს, რაც ტექსტს ყველა აუდიტორიისათვის გასაგებს ხდის.

წიგნი საინტერესო იქნება როგორც ბიზნეს-სექტორისათვის ასევე ინდივიდუალებისათვის, რადგანაც პრომოუშენის პრინციპები, ორივე შემთხვევაში მსგავსია. Twitter Power-ში შესულია ტვიტტერის მოხმარების განსხვავებული გზები. ის შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც “თვით-ბრენდინგისათვის” ასევე მარკეტინგისათვის, გაყიდვებისთვის და კომპანიის (ან სხვა ნებისმიერი ინდივიდუალების ჯგუფის) კომუნიკაციისათვის.

ტვიტტერი როგორც ასეთი ძალიან მარტივი სისტემაა და მისი ფუნქციონალურობა შესაძლებელია არ იყოს საკმარისი ზოგისათვის. ამიტომაც ავტორი მიმოიხილავს, მისი აზრით, საუკეთესო Third-party პროგრამებსა და ვებ-სერვისებს, რომლებიც ტვიტტერს უფრო ეფექტურს და ძლიერს ხდის. წიგნში ასევე მოცემულია სამაგალითო ტვიტტერის ბინადრების სია, პატარა კომენტარებით.

და რაც მთავარია, წიგნი შეიცავს 30-დღიან კონკრეტულ გეგმას იმისა თუ როგორ უნდა გავხდეთ ძლიერი ტვიტტერერი (Power Twitterer). რა თქმა უნდა ამის შემდეგ ჩვენ უმალ ვერ გავუსწრებთ ეშტონ კუტჩერს, თუმცა ეს კარგი დასაწყისია ტვიტტერის დასაპყრობად.

და ბოლოს, ერთი მომენტი რომელიც მე ყველაზე მეტად მესიამოვნა, იყო ის ფაქტი რომ, წიგნის ავტორი ზედმიწევნით მიყვება თავისივე დაწერილ რჩევებს და საკმაო წარმატებასაც აღწევს (წიგნის წერის მომენტში, 2008 წლის ბოლოს, მას 5000 “follower” ჰყავდა, ახლა მათი რიცხვი 60000 გადასცდა). ეს თავისთავად მატებს დამაჯერებლობას მის ნაწერს.

ერთი სიტყვით, გირჩევთ.

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Sophie Golden said, on ივლისი 15, 2009 at 8:24 pm

    COOL.
    იმედია, ამ პოსტის მერე ცოტა გავუგებ ტვიტერს =))
    გამატებ ჩემს ბლოგროლში.


დატოვეთ გამოხმაურება