“რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი I (ბიზნესი)
ჩემი დაკვირვებიდან, შემიძლია ვთქვა რომ, როდესაც სადმე იწყება საუბარი Twitter-ის შესახებ, იქვე ჩნდება სათაურში მოყვანილი კითხვა. და მართლაც რისთვის? ამ პოსტში ვეცდები ამ კითხვას შეძლებისდაგვარად პასუხი გავცე.
ჯერ მინდა დავიწყო იქედან რომ მიუხედავად მრავალი სარგებელისა რაც ტვიტტერს აქვს არსენალში ფაქტია რომ მსოფლიოში ჯერ კიდევ მრავლად არსებობს ადამიანები რომლთაც Twitter არ სჭირდებათ. ასე რომ, თუ კი, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ აღმოაჩენთ რომ თქვენ ამ ჯგუფს მიეკუთვნებით, იცოდეთ რომ ეს სრულიად ნორმალურია
და მარტონი არ ხართ.
თუმცა, დაუბრუნდეთ პოსტის მთავარ თემას: რა სარგებლობა მოაქვს ტვიტტერს? მე პირობითად დავყოფ Twitter-ის გამოყენების მოტივებს ორ დიდ კატეგორიად: ბიზნეს-მოტივები და პირადი მოტივები. აქვე ვიტყვი რომ ბიზნესში მე ვგულისხმობ, ოფიციალური სტატუსის მქონე ბიზნესს, რომელსაც ინტერნეტში მოქმედების კორპორატიული გეგმა და მიზნები გააჩნია და არა ვთქვათ ეულ ბლოგერებს რომლებიც AdSense-ით რაიმე ფულს აკეთებს (ესენი პირად კატეგორიაში განთავსდება). მაშ ასე…
Twitter ბიზნესისათვის:
მიუხედავად იმისა რომ, ბევრმა კომპანიამ (მათ შორის ისეთებმა როგორიც არის მაგალითად Habitat და BestBuy) ვერ აუღო ალღო Twitter-ს (ნაწილობრივ ან საერთოდ), ზოგმა მისი გამოყენება საკმაოდ წარმატებულად მოახერხა.
- გაყიდვები. ამის საუკეთესო მაგალითი კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია Dell გახლავთ. მათი ცნობით, კომპანიამ, ტვიტტერის საშუალებით, შესძლო 3 მილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაეყიდა. Dell-ს რამოდენიმე ანგარიში აქვს ტვიტტერში, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონზე და მიზნობრივ ჯგუფზეა ორიენტირებული. Dell ინფორმაციას აწვდის ადგილობრივ მომხმარებლებს ფასდაკლებებისა და სხვადასხვა პრომო კამპანიების შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ლინკებითა და შეძენის ინსტრუქციებით. შედეგი სახეზეა. დელლის რამოდენიმე ტვიტტერ-გვერდი @Delloutlet, @DellOutletUK, @DellSmBizOffers.
- კლიენტების მომსახურეობა/მხარდაჭერა (Customer service/support). ტვიტტერის ხარჯზე შესაძლებელია, Call center-ისთვის განკუთვნილი, საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვა. რადგანაც კომუნიკაცია ტვიტტერში მაქსიმალურად არის გამარტივებული და შენი კომპანიის შესახებ ტვიტების ნახვა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გამოცდილება აჩვენებს რომ თუ კი ტვიტტერში დასმულ კითხვებს დროულად უპასუხებთ, Call center-ში შემოსული ზარების რაოდენობა მკვეთრად დაეცემა. ამის კარგი მაგალითი არის kodakCB კოდაკის ოფიციალური ტვიტტერ-გვერდი.
- შიდა კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა რომ ტვიტტერი ბევრად უფრო “ღია” სოც. ქსელია ვიდრე სხვა დანარჩენი, მას აქვს ტვიტების “გასაუდუმლოების” ფუნქციაც. ეს კი საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ერთგვარი დახურული ჯგუფი რომელიც ტვიტებს მხოლოდ ერთმანეთში გააზიარებს. ასეთი ჯგუფი კი არაჩვეულებრივია თანამშრომლების დიდი რიცხვისთვის, მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწრაფი გაზიარებისათვის (იმეილისგან განსხვავებით აქ სიტყვების რაოდენობა შეზღუდულია, ასე რომ ზედმეტის ბლა, ბლა -ს გამოტოვება და პირდაპირ საკითხზე გადასვლაა შესაძლებელი
). - მარკეტინგი და მარკეტინგული კამპანიები. ეს კატეგორია გაყიდვებისგან გამოვყავი, რადგან აქ უფრო ვგულისხმოვ ქმედებებს რომელიც ბრენდის გამყარებისთვის ან არაპერდაპირი გაყიდვებისგან არის მიმართული. ინფორმაციული პოსტებითა და ბრენდის პერსონალიზაციით, ეფექტურად შეიძლება ბევრი პოტენციური მომხმარებლი, კომპანიის მიმართ, კეთილად განაწყო. ასევე უკვე არსებობს ტრენდი Twitter-specific მარკეტინგული კამპანიების, სხვადასხვა კონკურსების და ა.შ.
- მომხმარებლის აზრი. ტვიტტერი კარგი ადგილია დასაკვირვებლად. ეს პირველ რიგში განპირობებულია იმითი რომ მომხმარებელთა უმრავლესობას ღია პროფილები აქვს და მათი ტვიტების ნახვა მათი გამოყოლის გარეშეც არის შესაძლებელი. მაგალითად, წლევანდელ WWDC კონფერენციას (რომელზეც წარდგენილი იყო ახალი MacBook და iPhone) თვალს ტვიტტერით ვადევნებდი. აქ “ლაივში” ხდებოდა ყველა ყველა წარმოთქმული სიტყვის და ყველა ახალი პროდუქტის და feature-ს შეფასება (როგორც ნეგატიური ასევე პოზიტიური). თუმცა ასევე შეიძლება თვალი ვადევნოთ უკვე ბაზარზე გამოსულ და ნაკლებად-ცნობილ პროდუქციასაც, რადგან თუ ტვიტტერის ბინადარს აქვს პოზიტიური და განსაკუთრებით ნეგატიური შეგრძნება კომპანიასთან ან პროდუქტთან მიმართებაში ის მას აუცილებლად დაtweetავს.
- Recruitment. ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ თანამშრომლების ძიება. ტვიტტების მიხედვით ადამიანზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. აქ ჩანს ადამიანის ინტერესები, ამ ინტერესების “სიღრმე” და ადამიანის კომპეტენცია ამა თუ იმ საკითხში. ასე რომ თუ კი ეძებთ წევრს თქვენი გუნდისათვის, ტვიტტერი შესაძლებელია იყოს კარგი ადგილი დასაწყებად.
- პარტნიორების ნახვა. დღეს უკვე მეტი და მეტი კომპანია არის წარდგენილი ტვიტტერში, შესაბამისად ყველას ეძლევა მათთან კავშირის საშუალება. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პატარა Start-up -სთვის (ახლად დაწყებული ბიზნესი) რომლებსაც დიდ კომპანიებთან, სხვაგვარად პირდაპირი კონტაქტის დამყარება უჭირთ (email უფრო ადვილი დასაიგნორებელია ვიდრე ყველასათვის სააშკარაოზე გამოტანილი ტვიტის).
გაგრძელება იქნება, მეორე ნაწილში ვნახავთ თუ რა სარგებელის მოტანა შეუძლია ტვიტტერს, ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის
.
Like this:
5 Responses
Subscribe to comments with RSS.




გაიხარე!
ჩემს პოსტზე ბექლინკი გამოუშვი რომ ხალხმა დაინახოს ქვევით. ბევრი კითხვა დაისვა კომენტარებში.
ფრიად საინტერესო სტატიაა, ძალიან მომეწონა. ერთ მცირე კორექტივს შევიტანდი, თუ ავტორი არ მიწყენს. ქართული მართლწერის წესების მიხედვით უცხო ენაში დაწყვილებული თანხმოვნები ერთი თანხმოვნის გადმოდის. შესაბამისად იქნება ტვიტერი.
არა არ მეწყინება
მომავალში გავითვალისწინებ აუცილებლად.
[...] “რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი II Posted in კომენტარი by A_I on July 31, 2009 ამ პოსტის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ. [...]
უკვე ორჯერ ვცადე ტვიტერის “მუღამის” გაგება და ორივეჯერ უშედეგოდ. ფორმალურად ექაუნთი მაქვს იქ, მაგრამ ჯერჯერობით, დარწმუნებული ვარ, რომ მე ტვიტერი არ მჭირდება და რომ ეს ნორმალურია
მიზეზი მარტივია:
1. მე, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელი, არ ვავრცელებ ისეთ ინფორმაციას, რომელსაც “გაყოლა” და თვალის დევნება სჭირდება და საინტერესოა,
2. ტვიტერის ერთგვაროვანი შრიფტები და ტექსტებით (და სიმბოლოებით) გაჯერებული მოკლე მესიჯები ჩემი თვალისთვის აღსაქმელად მოუხერხებელია, რა საინტერესო ინფორმაციასაც არ უნდა მოიცავდეს ის.