უსათაურო ბლოგი

“რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი II

Posted in კომენტარი by A_I on July 31, 2009

Twitter_Bird_Logo_by_iPotionამ პოსტის პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

წინა პოსტში “რისთვის მჭირდება Twitter?” ნაწილი I, მე მიმოვიხილე ტვიტერის შესაძლო როლი ბიზნესისათვის. დღეს კი გადავდივარ ბევრისთვის ალბათ უფრო საინტერესო და აქტუალურ ნაწილზე, Twitter-ის გამოყენებაზე პირადი მიზნებისთვის.

  • კომუნიკაცია. მიუხედავად იმისა თუ როგორია სოციალური ქსელი, რა პლატფორმაზეა ის აგებული, და რა ფუნქციები აქვს მათ, ყველა მათგანი აგებულია ერთი მარტივი იდეის გარშემო, ეს არის ადამიანების დაკავშირება. ტვიტერს ისევე როგორც სხვა ნებისმიერ სოც.  ქსელს აქვს ამისათვის საჭირო ფუნქცია. თქვენ ადვილად შეგიძლიათ იოლად იპოვოთ თქვენი მეგობრები,შეხვდეთ ახალ და საინტერესო ადამიანებს, მისწეროთ მათ წერილები, გაუზიაროთ მათ ინფორმაცია და ა.შ.
  • ახალი ადამიანების გაცნობა. ტვიტერი სავსეა საინტერესო ადამიანებით, ზოგი მათგანი ძალიან ცნობილია, ზოგიც ნაკლებად. ტვიტერის უპირატესობა ის არის რომ ადამიანების პოვნა და მათთან კონტაქტის დამყარება ბევრად უფრო იოლია ვიდრე იგივე Facebook-ში. ინფორმაცია აქ ღიაა და “ფრენდობა” არ საჭიროებს ორმხრივ თანხმობას, ხოლო მესიჯის “მიწერისთვის” საკმარისია ადამიანის ხსენება თქვენს პოსტში. მაგალითისათვის ბილ გეითსმა განაცხადა რომ ის თავს ანებებს Facebook-ს რადგანაც მას ასობით მეგობრობის თხოვნა მოსდის დღეში, რასაც ის ვერ აუდის, ტვიტერში ეს პრობლემა ზემოხსენებული მიზეზების გამო მოხსნილია.
  • ერსონალური ბრენდის ნაწილი. ბევრისთვის, ვინც აქამდე პერსონალური ენტერნეტ-ბრენდის დაფუძნებაზე მუშაობდა, ტვიტერი ნამდვილი აღმოჩენა იყო. ტვიტერი გვაძლევს საშუალებას, ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ინტერესები, ზოგიერთი ჩვენი პიროვნული თვისება, ჩვენი ცოდნა ამა თუ იმ საკითხის მიმართ და ა.შ. ამავე დროს ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი ბლოგი 300 სიტყვიანი, შინაარსიანი პოსტებით ან საკუთარი ვებგვერდი მომხიბვლელი დიზაინითა და მუდმივად განახლებული კონტენტით (თუმცა ერთი მეორეს ხელს არ უშლის ;) ).
  • ინფორმაციის მიღება. ეს ტვიტერის საუკეთესო ნაწილია ჩემი აზრით. ისეთი დამხმარე პროგრამებით, როგორიც არის მაგალითად Tweetdeck (რომელიც საშუალებას გვაძლევს ჩვენთან შემოსული ტვიტ-გზავნილების ჯგუფებად დავყოთ), ჩვენ შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი ტვიტერ-გვერდი #1 საიფორმაციო რესურსად. მონახეთ ადამიანები რომლებიც თქვენი მსგავსი ინტერესები გააჩნიათ, დაალაგეთ ისინი თემატურად  და დაელოდეთ ინფორმაციას. ამ გზით მე აღმოვაჩინე ბევრი საინტერესო სტატია, ბლოგი და საიტი რომელსაც სხვაგვარად ვერასოდეს მივაგნებდი.
  • კითხვა-პასუხი. ტვიტერში კითხვის დასმა სასიამოვნო პროცესია, დასვით კითხვა და დაელოდეთ, დიდი შანსია პასუხი მიიღოთ. ასე მაგალითად,  კითხვის დასმის შედეგად, მე მივიღე GMAT-ის მოსამზადებლად საჭირო წიგნებისა და არაჩვეულებრივი რჩევების მთელი კოლექცია. სხვის კითხვებზე პასუხით კი, თქვენ მიიღებთ როგორც ესთეთიურ სიამოვნებას ასევე ამა თუ იმ საკითხში მცოდნის იმიჯს რაც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ.
  • შეფასება (Feedback). გინდათ მიიღოთ გულწრფელი და კომპეტენტური კომენტარი/შეფასება თქვენი ბლოგისა თუ საიტის შესახებ? უბრალოდ სთხოვეთ ეს თქვენს “follower”-ებს შედეგი ამ შემთვევაშიც არ დააყოვნებს.
  • ბლოგზე/საიტზე ტრეფიკის გაზრდა. ტვიტერის საშუალებით, თქვენი ბლოგი შესაძლოა ცეცხლივით მოედოს ინტერნეტს. აქ ორი აუცილებელი პირობაა დასაკმაყოფილებელი: საინტერესო კონტენტი და კონტენტის “ინგლისურენოვნობა”
  • სამსახურის პოვნა. ეს უფრო ტვიტერის მომავალია ვიდრე აწმყო, თუმცა ბევრი ლაპარაკობს ტვიტერის პოტენციალის შესახებ ამ საკითხში, ამას ხელს უწყობს მთელის რიგი ფაქტორები როგორიც არის მაგალითად, კავშირის სიმარტივე, ცოდნისა და ხასიათის გამოვლენის საშუალება რომლებზეც ჩვენ ზემოთაც ვისაუბრეთ და ა.შ.
  • ტვიტერი როგორც დღიური. ადამიანების ჯგუფმა აღმოაჩინა რომ ტვიტერს შეიძლება ჰქონდეს ერთგვარი დღიურის ფუნქცია. ადამიანს შეუძლია მთელი დღის განმავლობაში წეროს თუ რას აკეთებს ის (სხვათაშორის ეს ტვიტერის ძირითადი იდეა იყო თავიდან), ხოლო დღის ბოლოს გადახედოს თუ რა გააკეთა მან დღეს, რა დრო დასჭირდა მას ამა თუ იმ საქმისთვის და რა დარჩა გაუკეთებელი – შედეგად შემდეგი დღის უკეთესად დაგეგმვა.
  • ჩანიშვნა/”დაკონსპექტება”. ესეც ტვიტერის კიდევ ერთი პოპულარული გამოყენების საშუალება. ხართ კონფერენციაზე, ლექციაზე ან შეხვედრაზე. ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი მოვლენები, აზრები და იდეები. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს გაუზიაროთ მნიშვნელოვანი ინფო მათ ვინც ვერ წამოვიდა.

აი ასე, გამოვყავი 10 ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი სარგებელი რაც ტვიტერს შეუძლია შემოგვთავაზოს.  ზოგი მათგანი “follower”-ების მატების შედეგად მუშაობს, ზოგი რეგისტრაციისთანავე. თუ რაიმე გამომრჩა მომეცით შენიშვნა კომენტარებში. ბოდიშს ვიხდი ცოტა გრძელი პოსტისთვის… უბრალოდ სხვანაირად არ გამოდიოდა :)

Happy Tweeting.

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. kikito said, on July 31, 2009 at 2:49 pm

    dzalian sainteresoaaa, amitomac davregistrirdi dges :) ))

  2. Landish said, on August 1, 2009 at 12:00 pm

    პოსტი სულაც არ გამოსულა გრძელო, პირიქით ნორმაა და ბოდიშის ხდები საჭირო არაა :D
    ძალიან საინტერესო იყო, ისევე როგორც პირველი ნაწილი…

    ნუ ეხა რაც შეეხება რამდნეიმე პუნკტს, ბილ გეითსივით 1000 ფანი არ მამატებს ფეისბუქზე, მაგრამ კომუნიკაციისთვის მეც ტვიტერს ვამჯობინებ..

    ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლისთვის დღეს-დღეობით ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალებაა, მეც არაერთი ბლოგი და საინტერესო მასალა აღმოვაჩინე ტვიტერის მეშვეობით.

    დღეს უკვე ბევრი ბლოგერი რსს არხს ნაკლებად ხმარობს და თავიანთ პოსტებს ტვიტების საშუალებით ავრცელებს…

    • A_I said, on August 1, 2009 at 9:58 pm

      მაინც, რა იცი რა ხდება :D ჩემთვის 500 სიტყვიანი პოსტი არის ნორმის ზედა მაქსიმუმი, ასე რომ თავს ვიზღვევ :)

      რსს არხს აქვს თავისი კარგი მხარეები, თუმცა ინფორმაციის “აღმოჩენისთვის” როგორც ასეთი, ტვიტერი ბევრად სჯობს. ასევე პოსტის გავრცელებაში რსს ვერ ექნება ისეთი როლი. თუმცა ტვიტერის ერთ-ერთი ნაკლი აქ არის ის, რომ ძალიან ადვილია რამე გამოგრჩეს…

      • Landish said, on August 2, 2009 at 6:29 pm

        რა უნდა გამოგრჩეს კაცო? :spy: :D

  3. A_I said, on August 3, 2009 at 8:57 am

    ინფორმაცია :D ნაკადი ტვიტტერში ისეთი დიდია რომ ყველაფრის წაკითხვა და თუნდაც თვალის გადავლება შეუძლებელია (ჩემთან ყოველ 30 წამში საშუალოდ 8-15 ახალი შეტყობინება მოდის).

    ინფორმაციის დახარისხებით ეს პრობლემა ასე თუ ისე გვარდება, მაგრამ მაინც.

    • Sweet Baby Girl said, on August 6, 2009 at 1:44 pm

      ჩემთანაც ეგრეა.

      ამ წუთას ტვიტერის სერვერი დაუნშია :( (

  4. Sweet Baby Girl said, on August 6, 2009 at 1:44 pm

    საქართველოში როდიდან გახდება მობაილ ტვიტინგი დაშვებული? :(

    • A_I said, on August 6, 2009 at 2:09 pm

      ხო, რაღაცის დაპოსტვა მინდა და…. მოკვდა :( იმედია დაბრუნდება მალე.

      მობაილ ტვიტინგი კი ალბათ, შემდეგ ცხოვრებაში :( ჯერ ევროპის ყველა ქვეყანაშიც არ არის (პრინციპში უმრავლესობაში არ არის). ასე რომ… დიდ იმედებს არ ვამყარებ მაგაზე.

      პ.ს. ე-მაილი მოგწერე ნახე.

  5. A_I said, on August 7, 2009 at 6:16 am

    ტვიტერის გათიშვაც ჩვენი (ქართველების) ბრალი ყოფილა :უსერ:

    http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html

  6. ჰიუსტონ said, on August 7, 2009 at 3:56 pm

    მაგარი ყოფილა ეს ტვიტერი! ხალხი უნდა დავაfollowო!

    • A_I said, on August 7, 2009 at 4:02 pm

      წარმატებები.

      ისე ვერ შეგირჩევია კარგი დრო :D ეკიდება ტვიტერი ძაან.

  7. Landish.Ge said, on December 29, 2009 at 9:37 pm

    ყველაფერი Twitter-ის შესახებ…

    Twitter ეს არის ახალი სიტყვა სოციალურ ქსელებში. იგი მიკრო-ბლოგინგის ყველაზე ცნობილი სახეა, რომელსაჅ


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.