პრობლემა Mailto: ბმულებთან და Gmail
აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ! (c) პოპულარული ბლოგერი
მინდოდა პატარა ტუტორიალი დამეწერა. კიკიტოს შევპირდი და სხვა რომელ ბლოგზე იქნებოდა ეს ყველაზე მართებული თუ არა აქ?
რაც მეილ კლიენტის (Mozilla Thunderbird) გამოყენება შევწყვიტე და Google Apps-ზე გადავედი, ხშირად მექმნებოდა mailto: ბმულებთან პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ყოველ ამგვარ → mail@email.com ← ბმულზე დაჭერისას Gmail-ის გახსნის მაგივრად ჩემი მეილ კლიენტი იხსნებოდა.
აბა სცადეთ თქვენც და დააჭირეთ!
თუ თქვენი საყვარელი Gmail-ის ან Yahoo-ს ნაცვლად თქვენთანაც Outlook ან Thunderbird გაიხსნა რომელიც არასდროს გამოგიყენებიათ, მაშინ ეს ტუტორიალი თქვენთვის არის დაწერილი.
აქვე უნდა გაგაფრთხილოთ რომ ეს საშუალება მხოლოდ Mozilla Firefox 3.0 ან უფრო ახალი ვერსიისთვის მუშაობს.
- გახსენით Gmail Firefox-ში.
- იმ tab-ში სადაც Gmail-ია ჩატვირთული, მისამართის ველში დააკოპირე და ჩასვი შემდეგი ჯავასკრიპტის კოდის ნაწყვეტი:
javascript:window.navigator.registerProtocolHandler(“mailto”,”https://mail.google.com/mail/?extsrc=mailto&url=%s”,”GMail”)თუ Google Apps-ის მომხმარებელი ხარ შემდეგი კოდი გამოიყენე, ოღონდ example.com-ის მაგივრად შენი დომენური მისამართი ჩაწერე:
javascript:window.navigator.registerProtocolHandler(“mailto”,”https://mail.google.com/a/example.com/mail/?extsrc=mailto&url=%s”,”GMail”) - Firefox 3 ნებართვას გთხოვს რომ Gmail დაემატოს შენს default mailto ხელსაწყოდ.
- დააწკაპუნე Add Application ღილაკზე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

- ახლა უკვე ზემოთ ხსენებულ ლინკს თუ დააჭერ სისტემა შეგეკითხება თუ რომელი აპლიკაციით გახსნას ახალი იმეილის ფანჯარა აირჩიე GMAIL (ან Yahoo Mail სურვილისამებრ) და მონიშნე ”Remember my choice for mailto links” რათა ყოველ Mailto: ბმულზე დაწკაპუნებისას ეს ფანჯარა აღარ გამოვიდეს:





დიდი მადლობა სვითის, guest post-სთვის.
მაილტო-სთან დაკავშირებული ეს პრობლემა სულ მაწვალებდა
იქამდე რომ Thuderbird-ის ხმარება დავიწყე. ასე რომ ვფიქრობ ბევრისთვის სასარგებლო ინფო იქნება.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ თუ ვინმეს აქვს სურვილი, ინტერნეტთან, სოციალურ მედიასთან და მომიჯნავე თემებთან დაკავშირებული პოსტის გაზიარება აქ, სტუმრის სტატუსით, you are welcome.
dzaliaaaan ,magariaa, exla amas sasargeblo postebshi chavagdeeb, :*
thanks sweety :love:
3.5 მაქვს და არ მუშაობს, ვაკოპირებ მაგ ჯავასკრიპტის კოდს ბრაუზერში და არაფერს არ შვება.
ზოგ შემთხვევებში ამ პოპ-უპს არ აგდებს (შეიძლება დაყენებულ დამატებებზეა დამოკიდებული). ამ შემთხვევაში , უბრალოდ რომ შეიყვან სკრიპტს, ამის შემდეგ შედი Preferences>Applications>Mailto აირჩიე Gmail.
Should work this way.
იეეეეეეეეეეეეეე გამოვიდა, გამოვიდა!
მადლობა ამ ბლოგს და მადლობა სვითის!
ვა, მეც 3.5 მაქვს და ჩემთან ქნა…
როგორც ჩანს პლაგინების ბრალის (ნოსკრიპტი, ადბლოკერი ან რამე მასეთი).
აუტკიებელი თავი რატომ უნდა აიტკიოთ ? : )
მიზანი: mailto: ლინკები გახსნას Gmail-მა
My tutorial: შედიხართ http://pack.google.com-ზე იწერთ Google Chrome-ს Google Apps-სთან ერთად. აინსტალირებთ. Google Apps Gmail-ის გახსნისას პროგრამა შეგეკითხებათ გინდათ თუ არა, რომ Gmail-ი იყოს თქვენი Default mail client-ი : D თუ მართლა გინდათ აჭერთ Yes. ამ მომენტიდან ყველა mailto: ლინკს გახსნის ჩვენი საყვარელი Gmail-ი.
ყველა ხომ არ ხმარობს ქრომს…
ყველა არც FIREFOX-ს არ ხმარობს : D
და რა მნიშვნელობა აქვს Gmail რომელ browser-ში გაიხსნება მთავარია გაიხსნას და მოსახერხებელი იყოს ხმარება მე უბრალოდ ყველაზე მარტივი გზა შემოგთავაზეთ.
P.S. წარმოიდგინე რომ FIREFOX-ი არ გაქვს გახსნილი და ისე აწვები mailto: ლინკს მაშინ რა მოხდება ??
ეს ტუტორიალი ფაირფოქსის მომხმარებლებისთვისაა კონკრეტულად ვაა…
ვიცი. ვაა…
Sweety it’s so sweet when you’re angry : D