ფიქრები სოც. მედია მარკეტინგზე
ჩავუღრმავდეთ სოციალურ მედია მარკეტინგს. მოვახდინოთ წამიერად იმ ხმაურის უგულვებელყოფა, რომელიც სოციალური მედიის ირგვლივ ტრიალებს და მთელი ყურადღება გადავიტანოთ მის არსზე. ასეთ დროს საკმაოდ ხშირად ამ არსში მე ვხედავ ერთ მარტივ (თუმცა სუბიექტურ) ჭეშმარიტებას; სხვაობა “ახალ, რევოლუციურ” მარკეტინგსა და იმ მარკეტინგს შორის რომელიც რამოდენიმე ათასი წელია არსებობს (ცნობიერ თუ ქვეცნობიერ დონეზე) არის კიდევ ერთი ტექნოლოგია, მავთულები და კაშკაშა ყუთები ჩვენს მაგიდაზე. ანუ როგორც ასეთი მარკეტინგის, აზრის გავრცელების და მისით სხვების “დაავადების” კანონები ოდნავაც არ შეცვლილა.
იცვლება ტრენდები, მოდა, საზოგადოების შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე (და როგორც წესი ახალი არაფერი ჩნდება აქ, ეს ყველაფერი უბრალოდ წრეზე დადის) თუმცა არ იცვლება დედა აზრი. ახლაც და ასი წლის წინაც, არსებობდნენ ადამიანები რომელთა ნათქვამიც ე.წ. Tipping Point-ს აღწევდა, და არსებობენ ადამიანები რომელთა პირიდან გამოსული ტალღები (ბლოგზე გამოქვეყნებული პოსტები) მხოლოდ ჰაერს არხევდა. ერთნაირად გამაღიზიანებელია Facebook სპამიც და დილის 7 საათზე ომახიანი “მაწონი, მაწოოონიიი”-ც. ასევე არ არის სიახლე რომ მეგობრის მიერ წარმოთქმული “პროდუქტი X ვიყიდე და ძალიან კმაყოფილი ვარ” მრავალი მილიონის ბიუჯეტის მქონე ტელე-რეკლამის კამპანიაზე ძლიერია. ამა თუ იმ საკითხზე ჭორიც ყოველთვის სინათლის სხივზე სწრაფად გადაადგილდებოდა. დღეს ყველას აქვს მასებთან საუბრის საშუალება? თავისუფალ საზოგადოებაში ამის საშუალება ყოველთვის, ყველასათვის არსებობდა.
ამ ყველაფერს, მივყავარ შეკითხვამდე: აქვს თუ არა სოც.მედია მარკეტინგს, როგორც დისციპლინას არსებობის უფლება?
პ.ს. მე არ ოდნავაც არ დამიკარგავს რწმენა ინტერნეტის თუ სოც.მედიის ძალაში, არც მისით მარკეტინგის წარმოების ეფექტურობაში, ეს უბრალოდ სადისკუსიო თემაა
Like this:
2 Responses
Subscribe to comments with RSS.




ჩემი აზრით დღეს სოციალური მედიამარკეტინგი უძლიერესია და ჯერ სად ვართ, ზომბირების ხანა ჯერ მხოლოდ იწყება.
პროდუქტი უფრო მეტი ნაგავი ხდება, სამაგიეროდ შეფუთვაა ისეთი ძლიერი და ბრჭყვიალა, ნაგვის ჭამას მოგანდომებს ისე, სუნსაც ვერ იგრძნობ.
მეტაფორული კომენტარი იყო :ლოლ: ვისაც გაგება უნდა, გაიგებს.
პროდქტის სინაგვეში ვერ დაგეთანხმები, უფრო პირიქით. აქვე მინდა აღვნიშნო რომ პრინციპი არ იცვლება, თუმცა თუ რომელიმე პროდუქტი არ მოგეწონა შენი გამოცდილების გაზიარება სწრაფად შეგიძლია, რაც სხვებს მიუთითევს იმაზე რომ ის არ უნდა იყიდონ. ამ მხრივ ბოლო 40-60 წელთან შედარებით მომხმარებელს გაცილებით მეტი ძალა აქვს