რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)
დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე - “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
Viral Video ქართულად
ამაზე დიდ ხანს ვიფიქრე… ქართული ინტერნეტ მომხმარებლების რაოდენობა არც თუ ისე დიდია. ბოლო წლებში ზრდის ტენდენცისს მიუხედავად უბრალოდ ფიზიკურად ვერ შევძებთ შევქმნა მილიონიანი community მარტივი მიზეზის გამო… ცოტანი ვართ.
შესაბამისად viral ეფექტის მიღწევა ჩვენთან საკმაოდ რთულია. ამას ისიც ემატება რომ ინგლისურის, გერმანულის თუ რუსულისგან განსხვავებით ქართული ჩვენს გარდა არავის ესმის
შესაბამისად საკმაოდ პატარაა აუდიტორია.
თუმცა სულ ახლახანს აღსრულდა ნატვრა და საქართველოშიც გამოჩნდა ადგილობრივი წარმოების ჭეშმარიტი ვირუსული ვიდეო. ის არც მარკეტოლოგების დაუღალავი შრომის შედეგია და არც კრეატიული ინდივიდუალების შემოქმედება. ეს არის მოქალაქე თემურ ვალერის-ძე ჯახაიას კომენტარი. ინვერ მანიას ნათესავმა თავისი მონაყოლით შესძლო ის რაც ვერ შესძლო აქამდე ვერავინ
. Youtube-ზე ამ ვიდეომ სულ მოკლე დროში 150 000 მნახველზე მეტი შეიძინა (სამწუხაროდ ანგარიში რომელმაც ვიდეო პირველად გამოაქვეყნა რომელსაც 120 000 view ჰქონდა ახლახან გაუქმდა). პოპულარობა თვეების შემდეგაც იგივე დონეზე რჩება. “კოხორამ” სექუელიც გადაიღო, ტელევიზიაშიც გამოჩნდა და ინტერნეტში უამრავი ფანიც მოიპოვა.
ამას მოწმობს ჯახაიას გამოსახულებიანი ავატარები, მისი გამოსახულებით მაისურების გაკეთების მსურველები, უამრავი თემა ფორუმზე და მისი ფრთოსანი ფრაზები. რა იყო ის მომენტი რომელმაც ეს ვიდეო ასეთი პოპულარული გახადა? მეგრული აქცენტი? ჯახაიას კოლორიტული “ვიდი”? მოყოლილი ამბავი? თუ გალის რაიონში მოყვანილი კანაფი?
მართალი გითხრათ არ ვიცი
ჩემთვისმთავარი ამ ამბავში ისაა რომ viral effect ჩვენს ინტერნეტ სივრცეშიც შესაძლებელია… ამიტომ მარკეტოლოგებო, ინტერნეტ ბიზნესის მფლობელებო, მეტი კრეატიულობა, მეტი შემართება. დავივიწყოთ სტერეოტიპი რომ ქართულ ინტერნეტში მარტო ვარეზი მუშაობს და შემოსავლი და რეკლამის წყარო მხოლოდ თვეში 20 ლარიანი ბანერებია (რომელიც არსად სხვაგან აღარ მუშაობს
).
ესაა ჩემი კომენტარი.
განუკურნებელი ვირუსი
“ვირუსული მარკეტინგი” (viral marketing) არანაკლებ ამოუცნობი და იდუმალებით მოცულია ვიდრე მისი სეხნიები მედიცინის სფეროდან. მასზე ყველა საუბრობს, ის ბევრს ძლიერ ეფექტურად მიაჩნია, და ზოგი მას წარმატებით იყენებს კიდევაც, თუმცა წარმატების ფორმულა არავის დღესდღეობით არ აქვს.
განმარტებას ვიკიპედიას დავესესხები: “”ვირუსული მარკეტინგი” არის მარკეტინგული ტექნიკა/მეთოდი რომელიც იყენებს არსებულ სოციალურ ქსელებს, ბრენდის ან პროდუქტის შესახებ, ინფორმაციის გასავრცელებლად”. ტერმინი იშვა 1996 წელს ჯეფრი რეიპორტის სტატიაში და ის განხილული იყო Hotmail-ის მაგალითზე რომელიც ყველა წერილის ბოლოს რეკლამას ამაგრებდა. ინტერნეტის ბოლო წლების მიღწევებმა ამ მოვლენას ძალა კიდევ უფრო შეჰმატა. როგორც ჟურნალისტი და მწერალი პოლ გილინი (Paul Gillin) ამბობს: “აქ [ვირუსულ მარკეტინგში] წარმატების ფორმულა არავის გააჩნია… და ნურც ეცდებით მის შექმნას”. მართლაც, ეს უბრალოდ გამოდის და სხვადასხვა მაგალითებიდან ნათლად ჩანს რადიკალური განსხვავებები მიდგომასა თუ მეთოდებში.
“ვირუსული მარკეტინგის” ჩემი ყველაზე საყვარელი მაგალითი არის, ყველასათვის ცნობილ youtube.com-ის საშუალებით ვიდეოს გავრცელება არის. ამიტომაც დღეს ზუსტად მის მაგალითებზე შევჩერდები.
101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos
Menthos-ისა და დიეტური კოლის ურთიერთობები ყველასათვის დიდი ხნის ცნობილი იყო, თუმცა სტეფენ ვოლცმა (Stephen Volz) და ფრიც გრობმა (Fritz Grobe) ეს მოვლენა ახალ სიბრტყეში გადაიყვენეს და ხელოვნებად აქციეს. ვიდეოს დამზადებისას მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ იმაზე თუ რა ეფექტს გამოიწვევდა ეს… სამ წუთიანი სახალისო ვიდეოს ეფექტი კი იყო:
- Menthos-ის გაყიდვების 20%ით გაზრდა ამერიკის ბაზარზე.
- ყველასგან მივიწყებული დიეტური Coca-cola-სთვის მეორე სიცოცხლე (გაყიდვების ზრდა 5-10%).
- მილიონობით ვიდეოს მნახველი, ფანი და ახლად დაბადებული ხელოვნების მიმდევარი.
ვოლცისთვის და გრობისთვის კი სამსახურების მიტოვება და ახალ საქმიანობაში სრულიად ჩართვა. შედეგების მისაღებას კი დასჭირდა ჩვეულებრივი ვიდეოკამერა, 101 ბოთლი დიეტური კოლა და 523 Menthos ![]()
Will it Blend?
ეს შეკითხვა ძალიან აქტუალური გახდა მის შემდეგ რაც კომპანია Blendtecმა მოისურვა კორპორატიული სექტორიდან დიასახლისებს გადასწვდომოდა.
კომპანიის მარკეტოლოგს ჯორჯ რაითს (George Wright) იდეა, კომპანიის ლაბორატორიაში ბლენდერების გამოცდის პროცესის ხილვის შემდეგ მოუვიდა. ასე დაიბადა ინტერნეტ ვიდეოების მთელი სერიალი, რომელშიც კომპანიის მფლობელი ტიმ დიქსონი (Tim Dickson) თავისი ბლენდერის საშუალებით სხვადასხვა ნივთებს მტვრად აქცევს. ვიდეოებმა 5 მილიონ მნახველზე მეტი შეიძინა პირველივე თვეებში. შედეგად აქამდე კულინარიის მოყვარულებითვის სრულიად უცნობი Blendtec-ის პროდუქტი მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ბლენდერად იქცა. ყველაფერი დაიწყო ყინვითა და კოკა-კოლის ქილებით…. და iPhone-თ გაგრძელდა რამაც Blendtec-ის პოპულარულობა კიდევ უფრო გაზარდა. ქვემოთ კი მომყავს ზემოხსენებული ვიდეო
ევოლუცია
ზოგის აზრით, ვირუსული ვიდეოს აუცილებელი კომპონენტი მისი იუმორისტული ხასიათია, თუმცა ქვემოთ მოყვანილი მაგალითი ჩვენ საწინააღმდეგოს გვიჩვენებს. Dove-ის 1 წუთიანი ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს თუ როგორ გარდაიქმნება ერთი ჩვეულებრივი მანდილოსანი, ბილბორდის მოდელად, Forrester Research-ის ანალიტიკოსის შარლინ ლის (Charlene Li) თქმით 1 Zippo-ს ფასი დაჯდა. კანადური ბაზრისთვის დამზადებულ ვიდეოს კი ბევრად დიდი ეფექტი ჰქონდა ვიდრე იგივე Dove-ს 2 მილიონიან კამპანიას (რომელიც იმავე წელს ჩატარდა). და მაინც რა არის საიდუმლო? რთული სათქმელია…
ექსტრემალური მეცხვარეობა
და ბოლოს, ნაფტალინ მოყრილი მაგალითებს თავს დავანებებ და ერთ ერთ ახალ მაგალითს წარმოგიდგენთ. Samsung-ის Extreme Sheep LED Art, რომელის სულ რამოდენიმე თვისაა და უკვე 8 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს (ეგ მხოლოდ youtube-ზე). კომენტარი კი თქვენთვის მომინდია
და მაინც, რა არის წარმატების ფორმულა?




10 comments