უსათაურო ბლოგი

კორპორატიული სოც. ქსელები

Posted in Marketing, კომენტარი by A_I on ოქტომბერი 10, 2009

995748___network__ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო.  ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად. :)

ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე.  სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.

ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.

ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.

ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.

მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.

მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:
მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ  ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…facebook_fail

მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.

მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.

მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.

კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.

რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.

ბლოგები სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ

Posted in Marketing, წიგნების მიმოხილვა by A_I on სექტემბერი 3, 2009

დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ რამოდენიმე  საინტერესო ადამიანის, საინტერესო ბლოგების მისამართები. ისინი სფეროში წამყვანი ექპერტები არიან და შესაძლებელია იცით კიდევაც ამ ბლოგების უმრავლსესობა (ან ყველა), თუმცა იმედია ყველა აღმოაჩენს ამ პოსტში რაიმე ახალს.

corporate_seth_godinSeth Godin -ცნობილი ავტორი და ბლოგერი.

მას ეკუთვნის ისეთი ცნებები მარკეტინგში როგორიც არის ტვ-ინდუსტრიული კომპლექსი, Permission marketing და Purple Cow.

სეთი კონკრეტულად სოციალურ მედია ან ინტერნეტ მარკეტინგზე არ წერს, თუმცა მისი კონცეპტების უმრავლესობა ძალიან სასარგებლოა ამ სფეროსთვის. ასევე ბევრი თეორია სოც. მედია მარკეტინგში, ზუსტად სეთის იდეებიდან არის წარმოქმნილი.

http://sethgodin.typepad.com/

Keynote_Marketing_Speaker_DavidMeermanScott_010David Meerman Scott – ავტორი, ბლოგერი, კონსულტანტი, Public speaker

ავტორი წიგნისა – New Rules of Marketing & PR, ასევე ცნობილი Gobbledygook Manifesto-ს რომელიც კომპანიების მიერ პრეს-რელიზებში და რეკლამებში გამოყენებულ “უაზროაზრიან” ტექსტებს აკრიტიკებს.

სეთ გოდინისგან განსხვავებით დეივიდი მეერმან სკოტი ინტერნეტ მარკეტინგზე არის ორიენტირებული. მისი წიგნიც New Rules of Marketing & PR, ფაქტიურად მისი ბლოგ ჩანაწერების და კომენტარებში გამართული დებატების შედეგია.

http://www.webinknow.com/

groundswellCharlene Li და Josh Bernoff – Forrester Research-ის ანალისტები, 2008 წლის ბესტსელერის Groundswell-ს ავტორები.

Charlene Li და Josh Bernoff -ის Groundswell ჩემი აზრით საუკეთესო წიგნია დღესდღეობით, როდესაც საქმე მიდის სოც. მედია მარკეტინგის თეორიაზე. აქ  კომპაქტურად მიმოხილულია მთელი თეორია, განხილულია კონკრეტული მაგალითები და სტრატეგიები. ბევრზე მეტყველებს Forrester Research-ის რეპუტაციაც.

მათი ბლოგიც არანაკლებ საინტერესოა. ისინი სოც. მედიასთან დაკავშირებულ ტრენდებზე აკეთებენ აქცენტს და განიხილავენ მომხმარებელთა ქცევის ცვილილებებს.

http://blogs.forrester.com/groundswell/

Paul+Gillinდა დღეისათვის ბოლო, Paul Gillin – წარსულში ტექ. ჟურნალისტი რომელმაც ბოლო წლებში სოც. მედია მარკეტინგზე გადაერთო.

აღსანიშნავი ნაშრომია New Influencers, სადაც ვრცლად განხილულია ბლოგერების გავლება მომხმარებლებზე, ბლოგერებთან ურთიერთობის წესები და სტრატეგიები.

ზოგადად Paul კონცენტრირებულია ბლოგებზე და ბლოგერებზე, სოც. მედიის სხვა სფეროებსაც წააწყდებით მის პოსტებში.

http://gillin.com/blog/

Enjoy.

Flog – ცლოგი

Posted in Marketing by A_I on აგვისტო 24, 2009

abidasFlog (fake blog) – არის ბლოგი რომლის ავტორი თავს წარმოგვიდგენს როგორც ამა თუ იმ კომპანიის ან პროდუქტის ფანს (ენთუზიასთს) და გვთავაზობს “მიუკერძოებელ” მიმოხილვებსა თუ პროდუქტის ტესტებს; სინამდვილეში კი ბლოგის ავტორი არის კომპანიის თანამშრომელი და flog-ის წერაში ის გასამრჯელოს იღებს. შესაბამისი ქართული ტერმინი ვერ მოვძებნე და გადავწყვიტე ჩემი მომეფიქრებინა – ცლოგი (ცრუ ბლოგი). თქვენ მეტყვით რომ fake blog-ის საუკეთესო თარგმანი, ყალბი ბლოგია, თუმცა როდესაც ხმამაღლა წარმოვთქვი სიტყვა ყლოგი, თავი ცოტა უხერხულად ვიგრძენი. მიუხედავად იმისა რომ ყლოგი შეიძლება მოვლენის უფრო ზუსტ სურათს იძლეოდეს, მე მაინც ცლოგზე შევჩერდები.

მიუხედავად იმისა რომ Flog-ერობა ინტერნეტში მეტად სამარცხვინო და არაეთიკურ ქმედებად აღიქმება, ბევრი მარკეტოლოგი ცდუნებას ვერ უძლებს. სოციალური ინტერნეტის ადრეულ დღეებში (3-6 წლის წინ), ცლოგერობაში ბევრი დიდი კომპანია იყო გამოჭერილი. ყველაზე აღსანიშნავი მაგალითები არის Walmart-ის Walmart accross America, Sony-ს All I want for Xmas is a PSP და ბინგო… McDonald’s-ის 4Railroads & Mcdmillionwinner. ზემოხსენებულმა კომპანიებმა, მხილების შემდეგ,  ყველაფერი გააკეთეს ამ ბლოგების (და მათ მიერ დატოვებული კვალის) განადგურებისთვის, თუმცა ინტერნეტი უმოწყალოა და ასეთი მოვლენები მას არ ავიწყდება.

ბრენდისთვის, ცლოგისგან მიყენებელი დარტყმა შესაძლებელია მომაკვდინებელი იყოს. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში კომპანიას წლების განმავლობაში მოუწევს მუშაობა დაკარგული ნდობის დასაბრუნებლად. ინტერნეტის მომხმარებლებს არ უყვართ როდესაც კორპორაციები მათ მყუდროებას არღვევენ და მათ გაცურებას ცდილობენ. შედეგად, ბუზი სპილოდ იქვცევა ხოლმე, და სპილო ღმერთმა იცის რად. ამავე დროს პრაქტიკა გვიჩვენებს რომ არცერთი ასეთი ბლოგი არ რჩება უმხილებელი, მიუხედავად იმისა თუ რა დოზით იყო ის შენიღბული.

თითქოს ფაქტები გვიჩვენებს: flog-ინგი სიკვდილია. ეს მომხმარებლების მოტყუება, არაეთიკური მარკეტინგული სვლა და ბრენდის შარში გახვევაა… ბუმბერაზი იდეები ეგრე ადვილად არ კვდებიან. ინტერნეტში გამოუცდელი მარკეტოლოგების (ეს არ გამორიცხავს იმას რომ ტრადიციულ მარკეტინგში იგივე პიროვნებები ძლიერ და გამოცდილ პროფესოინალებად ითვლებოდნენ) “ნათელ” თავებში, ცლოგინგის იდეა საკვირველი რეგულარობით მოდის.

ჩემი აზრით, პოტენციური სარგებელი flogging-ისგან ვერ გადაწონის იმ რისკებსა და ზარალს, რაც მათ გამოჭერას მოჰყვება. დღევადელი ინტერნეტი გამჭირვალობასა და ურთიერთნდობაზეა დამოკიდებული, სიყალბეს აქ მტკივნეულად ხვდებიან და ის დიდი ხნით ამახსოვრდებათ.

თამაშის წესები იცვლება, მარკეტინგული მესიჯები გადამალეთ, მომხმარებელთან დიალოგი მოდის.