ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა).
თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია.
უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”.
თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი:
Mashable
http://mashable.com/2009/08/07/twitter-facebook-2/
http://mashable.com/2009/08/06/twitter-ddos-attacks/
http://mashable.com/2009/08/07/twitter-comment-on-ddos-attack/
Guardian
http://www.guardian.co.uk/technology/2009/aug/07/internet-attacks-georgia-cyxymu
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-accuses-russia – ინტერვიუ Cyxymu-სთან.
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-cyxymu-accuses-russia?commentpage=1
CNET
http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html
http://news.cnet.com/8301-11424_3-10305661-90.html CNET-ის პოდკასტი
Gizmodo
Brand Republic
http://www.brandrepublic.com/News/925578/Georgian-blogger-target-Twitter-Facebook-attack/
Forum.ge
http://forum.ge/?f=29&showtopic=33998704&st=0
BBC
http://news.bbc.co.uk/2/hi/technology/8189162.stm
TimesOnline
http://technology.timesonline.co.uk/tol/news/tech_and_web/article6742464.ece
NYTimes
http://www.nytimes.com/2009/08/07/technology/internet/07twitter.html?_r=4
http://bits.blogs.nytimes.com/2009/08/07/twitter-apps-blocked-as-attacks-continue-friday/
Daily Mail
European Voice
http://www.europeanvoice.com/page/european-voice-blogs/366.aspx?blogitemid=384
Big Mouth Media
LATimes
http://www.latimes.com/business/la-fi-twitter7-2009aug07,1,4209260.story
ComputerWorld
http://blogs.computerworld.com/14510/its_time_to_get_rid_of_windows
NewsRU.com
http://newsru.co.il/world/07aug2009/ddos511.html
Reuters
http://www.reuters.com/article/rbssITServicesConsulting/idUSN0612153720090807
http://blogs.reuters.com/mediafile/2009/08/07/twitter-georgian-blogger-south-ossetia-hack-attack/
TheRegister
http://www.theregister.co.uk/2009/08/07/twitter_attack_theory/
SCMagazine
Inopressa – TImes-ის სტატიის რუსული თარგმანი
http://www.inopressa.ru/article/07Aug2009/times/twitter.html
Газета.Ru
http://gazeta.ru/politics/2009/08/07_a_3233962.shtml
PCWorld
http://www.pcworld.com/article/169809/twitter_ddos_attack_politically_motivated_says_report.html
CNN
http://edition.cnn.com/2009/TECH/08/07/russia.georgia.twitter.attack/index.html
Sky News
The Moscow Times
http://www.themoscowtimes.com/article/600/42/380335.htm
Good Morning Silicon Valley
http://blogs.siliconvalley.com/gmsv/2009/08/social-site-sieges-collateral-damage-in-cyberwar.html
Wikipedia
http://en.wikipedia.org/wiki/Cyxymu
ZDNET
http://government.zdnet.com/?p=5220
TGDaily
http://www.tgdaily.com/content/view/43555/108/
Darknet.co.uk
http://www.darknet.org.uk/2009/08/twitter-facebook-taken-offline-by-ddos-attacks/
Foreign Policy
http://neteffect.foreignpolicy.com/posts/2009/08/07/is_cyxymu_the_first_digital_refugee
F-Secure
http://www.f-secure.com/weblog/archives/00001746.html
McAfee
http://www.avertlabs.com/research/blog/index.php/2009/08/07/collateral-damage/
ფიქრობდნენ თუ არა შემტევები ასეთ შედეგზე? ვეჭვობ რომ არა…
P.S. აქ კი Cyxymu-ს პროფილების მისამართები (ზოგი მათგანი ახლაც გათიშულია)
http://www.facebook.com/cyxymu
http://cyxymu2.livejournal.com/
http://www.youtube.com/user/Cyxymu
http://evan.phenixblue.com/2009/08/cyxymus-livejournal/ – Cyxymu-ს ბლოგის ჩანაწერები ინგლისურად.
http://abodator.livejournal.com/13213.html Cyxymu-ს 6 აგვისტოს გამოუქვეყნებელი პოსტი.
Cyxymu-ის მხარდამჭერი ჯგუფი Facebook-ში
http://www.facebook.com/s.php?q=we+support+cyxymu&init=quick#/group.php?gid=112590519292&ref=search
და ბოლოს მინდა დავამატო ლინკები ამ ამბის შესახებ, ქართულ ბლოგებზე:
დოქტორ დესფიუსის ლაბორატორია
Dodka.ge
http://dodka.ge/2009/08/07/soxumibuzz/
Ap-achi
ამ პოსტის გადმონაპოსტი, “პერეპოსტი ანუ”
http://ap-achi.blogspot.com/2009/08/cyxymu.html
BigCrow
http://bigcrow.wordpress.com/2009/08/07/rewind-back
Sweet.ge
http://sweet.ge/2009/08/cyxymu-lie/
ვიდეო მასალა
მთვრალი მედვედევი და მექალთანე ობამა
ამ დღეებში, დიდი რვიანის სახელმწიფოების შეხვედრისას ყველაფერთან ერთად “გაირკვა” რომ მედვედევი ლოთი ყოფილა, ხოლო ამერიკისშეერთებული შტატების პრეზიდენტი კი (რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს სხვათაშორის), ყველას დასანახად ასეთი დონის შეხვედრებზე “სხვის ქალებს” უხერხულ ადგილებზე უყურებს ხოლმე. ამის დასამტკიცებლად კი მოყვანილ იქნა ქვემოთ მოცემული სურათები. პირველი მათგანი გავრცელდა Drudge Report-ის საშუალებით, რომელიც შემდეგ გავრცელდა ასევე ისეთ ბლოგებზე როგორიც არის Mashable. მეორე, კი პირველად ამ კონტექსტში სადღაც რუნეტში გაჩნდა და შემდეგ ჩვენს ეროვნულ ფორუმზეც გაიბრწყინა.

წყარო Reuters

იმის გამორკვევა, თუ რამდენად მთვრალია მედვედევი და რას უპირებს ობამა სურათზე გამოსახულ ქალბატონს, კარგად ჩანს ვიდეოდან, რომელიც უმალვე გაჩნდა Youtube-ზე. აღმოჩნდა რომ ეს ორი სურათი იყო უტკა იხვი, და უბრალოდ კონტექსტიდან ამოგლეჯილი…
რა შუაშია ინტერნეტი? რომ არა ის, ასეთი ამბები ასეთი ელვისებური სისწრაფით არ გავრცელდებოდა (ზოგიერთ გაზეთი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდა თუმცა…) და რაც მთავარია არ მოხერხდებოდა ამ იხვების, ასეთი სწრაფი განეიტრალება. შედეგად, ჩვენ მივიღებდით ფაქტოიდებს. თუმცა თუ ჩვენს ზემოხსენებულ ფორუმს თუ გადავხედავთ, ზოგ ადამიანზე ინტერნეტის ეს ეფექტი არ მოქმედებს და მათ ახლაც სჯერათ რომ G8 შეხვედრაზე “გახეული მთვრალი მედვედევი” იყო.
ინტერნეტის ძალა – ირანში განვითარებულ მოვლენებში

წყარო www.boston.com
ქართული ფორუმის ძალის, Forum.ge-ს შესახებ ყველას თუ არა მომხმარებლების უმრავლესობას სმენია. მისი ძალის გამოვლინება ამა თუ იმ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ საკითხებში გვინახავს. თუმცა ინტერნეტს ძალა საქართველოს გარეთაც აქვს. ბოლო დღეების მოვლენები ამტკიცებს რომ ვირტუალური სივრცის ისეთ წარმომადგენლებს როგორიც Twitter, Youtube და Facebook არის, შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეალურ მოვლენებში. დღეს ვისაუბრებ სოციალური ვების როლზე ირანის მოვლენებში.
#iranelection და Tehran 12 ივნისიდან მოყოლებული, მიკრობლოგინგის სერვისის Twitter-ის, ტრენდული თემების სიას შეუწყვეტლად ლიდერობს. რომელიმე ერთი თემის ასეთი აქტუალურობა ამ სოციალურ ქსელში პირველად შეინიშნება. ყველაფერი იმით დაიწყო რომ Wikipedia, Twitter, Facebook, Flickr, Youtube და სხვები გადმოცემდნენ სიახლეებს ირანული არჩევნების შესახებ, როგორც ეს ყველა აღსანიშნავი მოვლენის დროს ხდება. გაყალბებისა და ოპოზიციის შესაძლო პროტესტის შესახებაც ყველაზე ადრე აქ გაჩნდა ცნობები.
თუმცა ირანში დატრიალებული ამბების შემდეგ ეს მედია საშუალებები ზოგ შემთხვევაში ექსკლუზიურებიც კი გახდნენ. ეს მის შემდეგ მოხდა რაც ირანის მთავრობამ, ოფიციალური მედია საშუალებების წარმომადგენლების დევნა დაიწყო. ასეთ მდგომარეობაში, სხვა დროს, ჩვენ ვერ შევიტყობდით ირანში მიმდინარე მოვლენების ნახევარსაც კი, და მხოლოდ ირანის ცენტრალური ტელევიზიის და ზოგი გმირი ჟურნალისტის იმედზე უნდა დავრჩენილიყავით.
მაგრამ დღეს ჩვენ სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ. ინტერნეტმა დღეს დაამტკიცა რომ ინდივიდუალებს აქვთ არანაკლები ძალა ვიდრე ჟურნალისტებს, ჩვენ დავინახეთ რომ Twitter-ს შეუძლია უფრო ინფორმატიული და სარწმუნო იყოს ვიდრე CNN. ისეთმა სერვისებმა როგორიც Flickr და Youtube არის მოგვცა საშუალება ვიზუალურად გვედევნებინა თვალი მოვლენებისთვის, ხოლო ისეთმა ვებსაიტებმა როგორიც ბლოგები, Facebook და განსაკუთრებით Twitter ამ მასალის ვირუსულად გავრცელებას შეუწყო ხელი. თვითონ მუსავი და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები Facebook-ის საშუალებით ავრცელებდნენ მოწოდებებსა და მიტინგების შესახებ ინფორმაციას.

წყარო www.mashable.com
ინტერნეტმა ასევე უამრავი გულშემატკივარი შესძინა ირანელ პროტესტანტებს. სოციალურ ქსელებში მასიურად გამოჩნდა “გამწვანებული” პროფილის სურათები.
ასევე მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. როდესაც გაჩნდა ეჭვები რომ ირანელი ცენზორები სოციალურ ქსელებსაც ადევნიან თვალს და როდესაც რამოდენიმე ბლოგერის დაკავებაც მოხდა, Twitterის მომხმარებლებმა შემდეგი რამ მოიფიქრეს. ყველამ ვინც ამ მოვლენებს თვალს ადევნიდა და გულშემატკივრობდა თავის პროფილში ჩასწორება შეიტანა და ადგილსამყოფელში Tehran, Iran ჩაწერა. ამით ამ ინტერნეტ-აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ირანელი ცენზორებისთვის თავგზა აებნიათ და რამოდენიმე ასეული Twitter-ანგარიშის ნაცვლად (რომლებიც რეალურ თეირანელებს ეკუთვნოდა) ხელოვნურად შეექმნათ რამოდენიმე ათეული ათასი. არავინ იცის შეუშალა თუ არა ამან ხელი აჰმადინეჟადის მთავრობას, თუმცა თვითონ ფაქტია საყურადღებო.
მოკლედ ინტერნეტმა ამ დღეებში ირანელებს საშუალება მისცა:
- ერთმანეთს თავისუფლად დაკავშირებოდნენ და ინფორმაცია გაეცვალათ.
- დაკავშირებოდნენ გარე სამყაროს და მიეწოდებინათ ამბები რომლებსაც გარე სამყარო სხვა გზით ვერ შეიტყობდა.
- საშუალება მისცა ირანელი ოპოზიციის უცხოელ გულშემატკივრებს მხარდაჭერა გამოეხატად და რაღაც მონაწილეობაც კი მიეღოთ პროცესებში.
ჯერ კიდევ უცნობია რითი დამთავრდება ირანში ქუჩის პროტესტები და სისხლიანი შეტაკებები, თუმცა სოციალურმა ვები შესაძლებელია გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს დიქტატურის დამხობაში.





24 comments