უსათაურო ბლოგი

Google IE6-ს მხარდაჭერას წყვეტს

Posted in News by A_I on January 30, 2010

დღეს დილით Google Apps-ს (საკუთარ დომენზე მიბმული ფოსტა, კალენდარი და დოკუმენტები) მომხმარებლებმა შევიტყვეთ რომ პირველი მარტიდან Google, Internet Explorer 6 მხარდაჭერას ეტაპობრივად შეწყვიტავს. ამის შედეგად Google-ს სხვადასხვა სერვისები მუშაობას შეწყვეტენ (სრულად ან ნაწილობრივად) ამ ბრაუზერში.

IE6 როგორც მოგეხსენებათ აგერ უკვე 9 წელიწადია რაც გვიშხამავს  გვიხალისებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა რომ IE6-ს არცერთი თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ აქვს და მისით სარგებლობა არც თუ უსაფრთხოა, მას ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს. თვითონ Microsoft-ს თხოვნამაც კი არ გაჭრა და მომხმარებლებს IE6 ვერ “გადააგდებინა”. ამის მთავარი მიზეზი ბევრის აზრით არის ასევე არც თუ ახალი ოპერაცილური სისტემის Windows XP-ს პოპულარობა (რომელზეც IE6 არის დაყენებული). ამ პოპულარობის გამო ბევრი კომპანია თავს იკავებდა IE6-თან არათავსებადი ვებ-გვერდების დამზადებისგან და შესაბამისად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისგან, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ყინული დაიძრა.

ქვემოთ გთავაზობთ გუგლის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ წერილს ორიგინალში:

Dear Google Apps admin,​

In order to continue to improve our products and deliver more sophisticated features and performance, we are harnessing some of the latest improvements in web browser technology.  This includes faster JavaScript processing and new standards like HTML5.  As a result, over the course of 2010, we will be phasing out support for Microsoft Internet Explorer 6.0 as well as other older browsers that are not supported by their own manufacturers.

We plan to begin phasing out support of these older browsers on the Google Docs suite and the Google Sites editor on March 1, 2010.  After that point, certain functionality within these applications may have higher latency and may not work correctly in these older browsers. Later in 2010, we will start to phase out support for these browsers for Google Mail and Google Calendar.

Google Apps will continue to support Internet Explorer 7.0 and above, Firefox 3.0 and above, Google Chrome 4.0 and above, and Safari 3.0 and above.

Starting next week, users on these older browsers will see a message in Google Docs and the Google Sites editor explaining this change and asking them to upgrade their browser.  We will also alert you again closer to March 1 to remind you of this change.

In 2009, the Google Apps team delivered more than 100 improvements to enhance your product experience.  We are aiming to beat that in 2010 and continue to deliver the best and most innovative collaboration products for businesses.

Thank you for your continued support!

Sincerely,

The Google Apps team

Facebook. Twitter-ის თუ Google-ს “მკვლელი”?

Posted in News by A_I on August 15, 2009

facebook-logoFacebook, უფრო სწორედ მის უკან მდგომი ადამიანები, რაღაც “დიდს” გეგმავენ. თუ ამის შესახებ, რამოდენიმე თვის წინ მხოლოდ ჭორები დადიოდა (ზოგი მართალი აღმოჩნდა, ზოგიც არა), დღესდღეობით ნათელია რომ Facebook თავისი ქმედებების გაფართოებას აპირებს და ბაზრის სხვა ნიშებსაც გადაწვდეს. მთავარი კითხვა დღესდღეობით არის: რომელ ნიშებს? მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ ერთი თეორიის მიმდევარი ვარ, ინტერნეტში არსებულ ორივე ეჭვს მოვიყვან აქ.

2009 წლის დასაწყისში, Twitter-ის ფენომენალურმა და აქამდე უპრეცენდენტო ზრდამ, მთელი ინტერნეტი აალაპარაკა. ამან კი, თავის მხრივ ეს ზრდა კიდევ უფრო გააძლიერა. Twitter თითქოს და პირდაპირ არ ურტყამდა Facebook-ს, თუმცა ეს უკანასკნელი მალევე შეწუხდა პირველის ზრდით. და მართლაც, მომხმარებლების მიერ Twitter-ზე გატარებული სტაბილურად იზრდებოდა, მაშინ როდესაც იმავე მომხმარებლების დრო Facebook-ზე სულ უფრო და უფრო მოკრძალებული ხდებოდა.

მიუხედავად იმისა რომ Facebook ახლაც, Twitter-თან შედარებით გიგანტია, საჭიროა ქმედება. Facebook-მაც არ დააყოვნა და მოძრაობა დაიწყო, ამას ჭორებაც აუბეს მხარი. ხმები დაიძრა Facebook-ის მიერ Twitter-ის შესყიდვაზეც კი. რეალურად კი შემდეგი რამ მოხდა/ხდება…

თავიდანვე მინდა ვახსენო ის ფაქტი რომ, Facebook აირჩია საუკეთესოს “გადმოღების” კურსი, და მას ახლაც მიჰყვება. პირველად დაიწყო Facebook-ის “privacy”-ს პარამეტრების გადახედვა, Twitter-ის ერთ-ერთი საფუძველი პროფილთა უმრავლესობის  გახსნილობაა. მეტიც Twitter-ის მომხმარებლების ინტერესებში არ შედის ტვიტების დამალვა, რადგანაც ამის შედეგად  Twitter-ის მოხმარებას პრინციპში აზრი ეკარგება (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). Facebook-მაც დაიწყო ზრუნვა იმაზე რომ შესაძლებელი ყოფილიყო პროფილის ნაწილობრივი გახსნა, და სტატუსების საყოველთაოდ გაზიარება.

შემდეგი დიდი ნაბიჯი იყო ახალი Facebook search-ის შესახებ გეგმები. Twitter-ის მსგავსად ეს საძიებო ძრავიც ემსახურება ქსელის შიგნით ძიებას. ძველი ძრავისგან განსხვავება კი, სტატუსებში, კედლებზე დაწერილში და ა.შ. ძიების შესაძლებლობაა.

Twitter-ის ერთერთი დიდი პლიუსი სიმარტივეა. აი Facebook კი, წლების განმავლობაში, აპლიკაციებისა და ახალი დიზაინების წყალობით ძალიან “დამძიმდა”. ეს კი უკმაყოფილებას იწვევს მომხმარებელთა გარკვეულ ნაწილში. რამოდენიმე დღის წინ, Facebook-ის ადმინისტრაციის შეცდომის წყალობით (ბევრ მომხმარებელს დაეგზავნა ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მოწვევა, თუმცა მომხმარებლებმა ვერ შესძლეს ამ მოწვევის გააქტიურება. შემდგომში Facebook-ის ადმინისტრაციამ ბოდიში მოიხადა და განაცხადა რომ ეს შეცდომა იყო), გამოჟონა ამბავმა Facebook Lite-ს შესახებ. Facebook-ის მსუბუქი, მარტივი და სწრაფი ვერსია, რომელიც შეიცავს ყველაზე საჭირო ფუნქციებს. ისევ მისწრაფება Twitter-კენ.

დამაგვირგვინებელი ამბავი კი, Facebook-ის მიერ FriendFeed-ის შეძენა გახდა. შეგახსენებთ, FriendFeed არის სერვისი ,რომელიც მომხმარებლებს ეხმარება სიახლეების გავრცელებაში სხვადასხვა სოციალურ ქსელებში (მათ შორის ტვიტერშიც). აქვე გაჩნდა მეორე თეორია, Facebook-ის ზრახვების შესახებ.

არც მეტი, არც ნაკლები, ამ თეორიის თანახმად, Facebook, ინტერნეტ გიგანტს, Google-ს უთხრის ძირს და კონკურენტი საძიებო ძრავის გაკეთებას აპირებს. თეორიის დასაყრდენი არის შემდეგი ფაქტი:  FriendFeed-ის 11 თანამშრომლიდან, 8 ექს-გუგლელია. მათ მონაწილეობა მიუღიათ ისეთ პროექტებში როგორიც არის Google search, Google Maps, Gmail, Google API და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ Facebook-მა, Google-ს გამოცდილებისა და ცოდნის ნაწილი იყიდა.

როგორც ზემოთ ვთქვი, მე ერთ აზრზე ვდგავარ, ეს ყველაფერი Twitter-ის შესაჩერებლად არის გაკეთებული (მეტი ფაქტი მიუთითებს ამაზე). თანაც არამგონია, Facebook-ს ახლა გუგლთან “ჭიდაობის” ძალა და სურვილი ჰქონდეს… Facebook-ის მანევრების შედეგს კი, ტრადიციულად, დრო გვიჩვენებს.

ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu.

Posted in კომენტარი, News, Uncategorized by A_I on August 7, 2009

cyxymuგუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა).

თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია.

უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”.

თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ  რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი:

Mashable

http://mashable.com/2009/08/07/twitter-facebook-2/

http://mashable.com/2009/08/06/twitter-ddos-attacks/

http://mashable.com/2009/08/07/twitter-comment-on-ddos-attack/

Guardian

http://www.guardian.co.uk/technology/2009/aug/07/internet-attacks-georgia-cyxymu

http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-accuses-russia – ინტერვიუ Cyxymu-სთან.

http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-cyxymu-accuses-russia?commentpage=1

CNET

http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html

http://news.cnet.com/8301-11424_3-10305661-90.html CNET-ის პოდკასტი

Gizmodo

http://gizmodo.com/5331983/ddos-attack-against-facebook-twitter-et-al-was-because-of-one-guys-livejournal

Brand Republic

http://www.brandrepublic.com/News/925578/Georgian-blogger-target-Twitter-Facebook-attack/

Forum.ge

http://forum.ge/?f=29&showtopic=33998704&st=0

BBC

http://news.bbc.co.uk/2/hi/technology/8189162.stm

TimesOnline

http://technology.timesonline.co.uk/tol/news/tech_and_web/article6742464.ece

NYTimes

http://www.nytimes.com/2009/08/07/technology/internet/07twitter.html?_r=4

http://bits.blogs.nytimes.com/2009/08/07/twitter-apps-blocked-as-attacks-continue-friday/

Daily Mail

http://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-1204795/Cyber-attack-downed-Twitter-Facebook-aimed-lone-Georgian-blogger.html

European Voice

http://www.europeanvoice.com/page/european-voice-blogs/366.aspx?blogitemid=384

Big Mouth Media

http://www.bigmouthmedia.com/live/articles/major-internet-attacks-blamed-on-blogger-vendetta.asp/6192/

LATimes

http://www.latimes.com/business/la-fi-twitter7-2009aug07,1,4209260.story

ComputerWorld

http://blogs.computerworld.com/14508/cyxymu_ddos_denies_twitter_facebook_livejournal_service?source=rss_blogs

http://blogs.computerworld.com/14510/its_time_to_get_rid_of_windows

NewsRU.com

http://newsru.co.il/world/07aug2009/ddos511.html

Reuters

http://www.reuters.com/article/rbssITServicesConsulting/idUSN0612153720090807

http://blogs.reuters.com/mediafile/2009/08/07/twitter-georgian-blogger-south-ossetia-hack-attack/

TheRegister

http://www.theregister.co.uk/2009/08/07/twitter_attack_theory/

SCMagazine

http://www.scmagazineuk.com/Georgian-blogger-claims-he-has-been-made-a-scapegoat-for-the-Twitter-denial-of-service-attack-as-emails-sent-claim-to-be-from-him/article/141307/

Inopressa – TImes-ის სტატიის რუსული თარგმანი

http://www.inopressa.ru/article/07Aug2009/times/twitter.html

Газета.Ru

http://gazeta.ru/politics/2009/08/07_a_3233962.shtml

PCWorld

http://www.pcworld.com/article/169809/twitter_ddos_attack_politically_motivated_says_report.html

http://www.pcworld.com/businesscenter/article/169831/twitter_still_struggling_to_recover_from_dos_attack.html

CNN

http://edition.cnn.com/2009/TECH/08/07/russia.georgia.twitter.attack/index.html

Sky News

http://news.sky.com/skynews/Home/World-News/Georgia-One-Year-On-From-South-Ossetia-War-And-Tensions-Still-Run-High/Article/200908115356295

The Moscow Times

http://www.themoscowtimes.com/article/600/42/380335.htm

Good Morning Silicon Valley

http://blogs.siliconvalley.com/gmsv/2009/08/social-site-sieges-collateral-damage-in-cyberwar.html

Wikipedia

http://en.wikipedia.org/wiki/Cyxymu

ZDNET

http://government.zdnet.com/?p=5220

TGDaily

http://www.tgdaily.com/content/view/43555/108/

Darknet.co.uk

http://www.darknet.org.uk/2009/08/twitter-facebook-taken-offline-by-ddos-attacks/

Foreign Policy

http://neteffect.foreignpolicy.com/posts/2009/08/07/is_cyxymu_the_first_digital_refugee

F-Secure

http://www.f-secure.com/weblog/archives/00001746.html

McAfee

http://www.avertlabs.com/research/blog/index.php/2009/08/07/collateral-damage/

ფიქრობდნენ თუ არა შემტევები ასეთ შედეგზე? ვეჭვობ რომ არა…

P.S. აქ კი Cyxymu-ს პროფილების მისამართები (ზოგი მათგანი ახლაც გათიშულია)

http://www1.abkhaziya.net/

http://twitter.com/cyxymu

http://www.facebook.com/cyxymu

http://cyxymu.livejournal.com

http://cyxymu2.livejournal.com/

http://www.youtube.com/user/Cyxymu

http://evan.phenixblue.com/2009/08/cyxymus-livejournal/ – Cyxymu-ს ბლოგის ჩანაწერები ინგლისურად.

http://abodator.livejournal.com/13213.html Cyxymu-ს 6 აგვისტოს გამოუქვეყნებელი პოსტი.

Cyxymu-ის მხარდამჭერი ჯგუფი Facebook-ში

http://www.facebook.com/s.php?q=we+support+cyxymu&init=quick#/group.php?gid=112590519292&ref=search

და ბოლოს მინდა დავამატო ლინკები ამ ამბის შესახებ, ქართულ ბლოგებზე:

დოქტორ დესფიუსის ლაბორატორია

http://blog.gogelia.ge/about/guardian-%E1%83%B0%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%95%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%9B%E1%83%90-google-%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93.html

Dodka.ge

http://dodka.ge/2009/08/07/soxumibuzz/

Ap-achi

ამ პოსტის გადმონაპოსტი, “პერეპოსტი ანუ” :)

http://ap-achi.blogspot.com/2009/08/cyxymu.html

BigCrow

http://bigcrow.wordpress.com/2009/08/07/rewind-back

Sweet.ge

http://sweet.ge/2009/08/cyxymu-lie/

ვიდეო მასალა

Follow

Get every new post delivered to your Inbox.