უსათაურო ბლოგი

პრობლემა Mailto: ბმულებთან და Gmail

Posted in Uncategorized by Sweet Baby Girl on August 6, 2009

აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ! (c) პოპულარული ბლოგერი

მინდოდა პატარა ტუტორიალი დამეწერა. კიკიტოს შევპირდი და სხვა რომელ ბლოგზე იქნებოდა ეს ყველაზე მართებული თუ არა აქ?

რაც მეილ კლიენტის (Mozilla Thunderbird) გამოყენება შევწყვიტე და Google Apps-ზე გადავედი, ხშირად მექმნებოდა mailto: ბმულებთან პრობლემა, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ყოველ ამგვარ → mail@email.com ← ბმულზე დაჭერისას Gmail-ის გახსნის მაგივრად ჩემი მეილ კლიენტი იხსნებოდა.

აბა სცადეთ თქვენც და დააჭირეთ!

თუ თქვენი საყვარელი Gmail-ის ან Yahoo-ს ნაცვლად თქვენთანაც Outlook ან Thunderbird გაიხსნა რომელიც არასდროს გამოგიყენებიათ, მაშინ ეს ტუტორიალი თქვენთვის არის დაწერილი.

აქვე უნდა გაგაფრთხილოთ რომ ეს საშუალება მხოლოდ Mozilla Firefox 3.0 ან უფრო ახალი ვერსიისთვის მუშაობს.

  1. გახსენით Gmail Firefox-ში.
  2. იმ tab-ში სადაც Gmail-ია ჩატვირთული, მისამართის ველში დააკოპირე და ჩასვი შემდეგი ჯავასკრიპტის კოდის ნაწყვეტი:
    javascript:window.navigator.registerProtocolHandler(“mailto”,”https://mail.google.com/mail/?extsrc=mailto&url=%s”,”GMail”)

    თუ Google Apps-ის მომხმარებელი ხარ შემდეგი კოდი გამოიყენე, ოღონდ example.com-ის მაგივრად შენი დომენური მისამართი ჩაწერე:

    javascript:window.navigator.registerProtocolHandler(“mailto”,”https://mail.google.com/a/example.com/mail/?extsrc=mailto&url=%s”,”GMail”)
  3. Firefox 3 ნებართვას გთხოვს რომ Gmail დაემატოს შენს default mailto ხელსაწყოდ.
  4. დააწკაპუნე Add Application ღილაკზე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

    gmailhandlerbuttonwin

  5. ახლა უკვე ზემოთ ხსენებულ ლინკს თუ დააჭერ სისტემა შეგეკითხება თუ რომელი აპლიკაციით გახსნას ახალი იმეილის ფანჯარა აირჩიე GMAIL (ან Yahoo Mail სურვილისამებრ) და მონიშნე ”Remember my choice for mailto links” რათა ყოველ Mailto: ბმულზე დაწკაპუნებისას ეს ფანჯარა აღარ გამოვიდეს:gmail-handler-choice-win

თქვენთვის პირდაპირ ეთერში Sweety მუშაობდა. მომავალ შეხვედრამდე!

განახლებული Firefox add-ons Mozilla-სგან

Posted in Uncategorized by A_I on June 11, 2009

2590884630_0ed428d08b_mგუშინ, პოპულარული ბრაუზერის დეველოპერმა Mozilla-მ “გაუშვა” განახლებული საიტი Firefox add-ons.

გარდა გაუმჯობესებული ნავიგაციისა და ვიზუალური ხედისა, მოზილამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა – Add-on Collector.

ვინც Firefox-ს და მის დამატებებს აქტიურად იყენებს ეცოდინება რომ საჭირო დანამატების მოგროვება გრძელვადიანი და შრომატევადი პროცესია. ასევე რთულია კითხვაზე “თქვენი ტოპ-10 add-on?” პასუხის დაუფიქრებლად გაცემა (რადგან ზოგის არსებობას ჩვენ ვერც ვამჩნევთ, თუმცა ვიყენებთ). ასევე რთულია Firefox-ზე ახლად გადმოსული მეგობრებისთვის სრულყოფილი რჩევის მიცემა.

Add-on Collector-ის მიზანი კი ზუსტად ამ პრობლემის გადაჭრაა. რაც თქვენ გჭირდებათ არის ანგარიში მოზილას საიტზე და Add-on Collector-ის დანამატი. ამიერიდან მომხმარებელს შეუძლია თავისი ფავორიტი დანამატების ორგანიზება და სხვებისთვის გაზიარება. თქვენს “ფანებს” კი შეეძლებათ თქვენი კოლექციის გამოწერა და მისი განახლებების მიღება.

ასევე შესაძლებელია კოლექციების შექმნა კატეგორიების მიხედვით. ამის დემონსტრირებას ახდენს მოზილა. ერთერთი ამის მაგალითია Social Circuit, დანამატების კოლექცის სოციალური ქსელების პროფილთა მართვისთვის.

ქვემოთ კი მოცემულია ვიდეო რომელიც Add-on Collector-ის წარადგენს.

Add-on Collections: Overview

Update: რადგანაც WordPress სასტიკ უარს აცხედებს ვიდეოს ემბედინგზე. გაწვდით მხოლოდ მის ლინკს :) Sorry.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.