Google Wave-ს 7 მოსაწვევი
Google Wave-ს შესახებ, ადრეულ პოსტებშიც ვწერდი, როდესაც მისი დაანონსება მოხდა. დღეს Google Wave უკვე რეალობაა, თუმცა ჯერჯერობით მომხმარებელთა შეზღუდული წრისათვის. თავდაპირველად ის მხოლოდ დეველოპერებისთვის იყო ხელმისაწვდომი, შემდეგ უკვე რიგითი მომხმარებლების მოწვევაც დაიწყო. დღეს ასრულდა ჩემი ოცნება
და Googleმა მოსაწვევი გამომიგზავნა.
ასევე მომეცა შესაძლებლობა 20მდე ადამიანი მივიწვიო. დაინტერესებული მეგობრების შემდეგ შემომრჩა რამოდენიმე მოსაწვევი (კერძოდ 7) და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ბლოგის მკითხველები დავაჯილდოვო. მოსაწვევი შვიდია ამიტომაც პირველი 7 დამკომენტებელი მიიღებს მას, თუ გსურთ თქვენც გახდეთ მისი მფლობელი, გამოთქვეით სურვილი და მიუთითეთ თქვენი e-mail (შესაბამის ველში, ისე რომ მისი დანახვა შევძლო მხოლოდ მე).
აბა შეესიეთ
P.S. მოსაწვევი მოდის გაგზავნიდან რაღაც პერიოდის განმავლობაში, ასე რომ არ გაგიკვირდეთ თუ გარკვეული პერიოდი არ მიიღებთ მას.

Facebook, უფრო სწორედ მის უკან მდგომი ადამიანები, რაღაც “დიდს” გეგმავენ. თუ ამის შესახებ, რამოდენიმე თვის წინ მხოლოდ ჭორები დადიოდა (ზოგი მართალი აღმოჩნდა, ზოგიც არა), დღესდღეობით ნათელია რომ Facebook თავისი ქმედებების გაფართოებას აპირებს და ბაზრის სხვა ნიშებსაც გადაწვდეს. მთავარი კითხვა დღესდღეობით არის: რომელ ნიშებს? მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ ერთი თეორიის მიმდევარი ვარ, ინტერნეტში არსებულ ორივე ეჭვს მოვიყვან აქ.



leave a comment