Google IE6-ს მხარდაჭერას წყვეტს
დღეს დილით Google Apps-ს (საკუთარ დომენზე მიბმული ფოსტა, კალენდარი და დოკუმენტები) მომხმარებლებმა შევიტყვეთ რომ პირველი მარტიდან Google, Internet Explorer 6 მხარდაჭერას ეტაპობრივად შეწყვიტავს. ამის შედეგად Google-ს სხვადასხვა სერვისები მუშაობას შეწყვეტენ (სრულად ან ნაწილობრივად) ამ ბრაუზერში.
IE6 როგორც მოგეხსენებათ აგერ უკვე 9 წელიწადია რაც გვიშხამავს გვიხალისებს ცხოვრებას. მიუხედავად იმისა რომ IE6-ს არცერთი თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიის მხარდაჭერა არ აქვს და მისით სარგებლობა არც თუ უსაფრთხოა, მას ბაზრის დიდი ნაწილი უჭირავს. თვითონ Microsoft-ს თხოვნამაც კი არ გაჭრა და მომხმარებლებს IE6 ვერ “გადააგდებინა”. ამის მთავარი მიზეზი ბევრის აზრით არის ასევე არც თუ ახალი ოპერაცილური სისტემის Windows XP-ს პოპულარობა (რომელზეც IE6 არის დაყენებული). ამ პოპულარობის გამო ბევრი კომპანია თავს იკავებდა IE6-თან არათავსებადი ვებ-გვერდების დამზადებისგან და შესაბამისად ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისგან, თუმცა როგორც ჩანს საბოლოოდ ყინული დაიძრა.
ქვემოთ გთავაზობთ გუგლის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ წერილს ორიგინალში:
Dear Google Apps admin,
In order to continue to improve our products and deliver more sophisticated features and performance, we are harnessing some of the latest improvements in web browser technology. This includes faster JavaScript processing and new standards like HTML5. As a result, over the course of 2010, we will be phasing out support for Microsoft Internet Explorer 6.0 as well as other older browsers that are not supported by their own manufacturers.
We plan to begin phasing out support of these older browsers on the Google Docs suite and the Google Sites editor on March 1, 2010. After that point, certain functionality within these applications may have higher latency and may not work correctly in these older browsers. Later in 2010, we will start to phase out support for these browsers for Google Mail and Google Calendar.
Google Apps will continue to support Internet Explorer 7.0 and above, Firefox 3.0 and above, Google Chrome 4.0 and above, and Safari 3.0 and above.
Starting next week, users on these older browsers will see a message in Google Docs and the Google Sites editor explaining this change and asking them to upgrade their browser. We will also alert you again closer to March 1 to remind you of this change.
In 2009, the Google Apps team delivered more than 100 improvements to enhance your product experience. We are aiming to beat that in 2010 and continue to deliver the best and most innovative collaboration products for businesses.
Thank you for your continued support!
Sincerely,
The Google Apps team
ჩემი აზრით, სოციალური ვები ძირითადად ძალიან კარგი მოვლენაა. ის გვაძლევს უამრავ ინფორმაციას, გვაკავშირებს ადამიანებთან და ა.შ. ჩემთვის პირადად მის გარეშე ცხოვრება დღევანდელ სამყაროში შეუძლებელია. თუმცა, არსებობენ ადამიანები რომლებსაც უჩნდებათ გარკვეული პრობლემები, მათსა და ინტერნეტს შორის ურთიერთობების შედეგად. ზოგს უჩნდება ე.წ. internet addiction ანუ ჩვენებურად ინტერნეტ-დამოკიდებულება, ზოგს აწუხებს პირადი ინფორმაციის დაცულობა, ზოგსაც ეს ყველაფერი უბრალოდ წყინდება… თავის დანებება და ინტერნეტიდან პიროვნების ამოძრკვა არც თუ ისე ადვილია. თუ კი, თქვენ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთ ჯგუფს მიეკუთვნებით სერვისი
Facebook, უფრო სწორედ მის უკან მდგომი ადამიანები, რაღაც “დიდს” გეგმავენ. თუ ამის შესახებ, რამოდენიმე თვის წინ მხოლოდ ჭორები დადიოდა (ზოგი მართალი აღმოჩნდა, ზოგიც არა), დღესდღეობით ნათელია რომ Facebook თავისი ქმედებების გაფართოებას აპირებს და ბაზრის სხვა ნიშებსაც გადაწვდეს. მთავარი კითხვა დღესდღეობით არის: რომელ ნიშებს? მიუხედავად იმისა რომ მე მხოლოდ ერთი თეორიის მიმდევარი ვარ, ინტერნეტში არსებულ ორივე ეჭვს მოვიყვან აქ.



1 comment