Online სავიზიტო ბარათი, Card.ly
ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.
ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.
სერვისის პლიუსებია:
- გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
- საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
- თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
- სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.
ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.
დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo
კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.
კორპორატიული სოც. ქსელები
ერთთვიანი შესვენების შემდეგ ისევ დავბრუნდი. მიუხედავად იმისა რომ ახლა დაკავებული ვარ სწავლით, ვეცდები ბლოგზე კვირაში ერთხელ მაინც დავწერო. ყოველი შემთხვევისთვის მაინც გირჩევთ ჩემი RSS ლენტა გამოიწეროთ, არარეგულარული განახლებების მისაღებად.
ახლა გადავიდეთ ამ პოსტის მთავარ საკითხზე. სოციალური ქსელები ბიზნესს უკვე დიდი ხანია (სოციალური ვების განზომილებით) იზიდავს. Facebook, Twitter, MySpace, LinkedIn და სხვები დიდი ხანია გახდნენ პოლიგონი მარკეტინგული კამპანიებისთვის, პოტენციური პარტნიორებისა და თანამშრომლების ძებნი ადგილი. მაგრამ კორპორატიული სოციალური ქსელები უკვე სხვა განზომილებაა.
ბაზარზე არის რამოდენიმე პროდუქტი, რომელიც კომპანიებს დახურულ სოც. ქსელებს სთავაზობს. თუმცა არსებობს აზრი (და გამოკვლევები) რომ ეს ტყუილა დროისა და ფულის ხარჯვაა. მიზეზად სახელდება მომხმარებლების სიმცირე, კომპანიების მენეჯმენტის გამოუცდელობა სოც.ქსელების მართვაში და ინვესტიციის სიდიდეს (რომელიც სარგებელს არ შეესაბამება). არა და ერთი შეხედვით სპეციალიზირებულმა, კომპანიაზე მორგებულმა სოც. ქსელმა შესაძლებელია რევოლუცია მოახდინოს კომპანიის პროცესებში და საკმაოდ ფულიც დაზოგოს, ამავე დროს არ სჩანს პროდუქტი რომელიც ამას შესძლებს.
ამ რამოდენიმე დღის წინ გავეცანი კორპორატიული სოც. ქსელების ახალ კონცეპციას რომელზეც უკვე მუშაობს რამოდენიმე კომპანია. გადავწყვიტე თქვენც გაგიზიაროთ მოსმენილი და თქვენი აზრიც მოვისმინო.
ახალი კონცეპტი ითვალისწინებს არა მხოლოდ კორპორატიული პროდუქტის შექმნას, არამედ უმიზნებს კონკურენცია გაუწიოს დღეს არსებულ სოც. ქსელებს და სოციალურ ინტერნეტში მომხმარებლის მოქმედებას “აზრი შემატოს”.
მოკლედ რომ ავღწერო, ლაპარაკია მრავალშრიან გაერთიანებულ დიდ სოც. ქსელზე რომელიც შესძლებს სხვადასხვა მომხმარებელს, სხვადასხვა შრეზე, მისთვის სასურველი სერვისი მისცეს. ამავე დროს, თითოეულ მომხმარებელს რამოდენიმე შრე შესთავაზოს. ეს კი საშუალებას მოგვცემს მოვაგვაროთ დღეს წამოჭრილი Privacy-ს, სპამის და ინფორმაციისგან გადატვირთვის პრობლემა.
მოვცილდეთ თეორიას და პრაქტიკულ მაგალითზე განვიხილოთ დაწერილი:
მომხმარებელი X დღესდღეობით გაწევრიანებულია… ვთქვათ Facebook-ში… მას ჰყავს რამოდენიმე ასეული “მეგობარი”. მათი სია შედგება ერთმანეთთან შეუთავსებელი ადამიანთა ჯგუფებისგან: ყოფილი და ახლანდელი თანამშრომლებისაგან, მეზობლებისგან, ოჯახის წევრებისგან, ინტერნეტ ნაცნობებისგან, 15 წლის უნახავი თანაკლასელებისგან, თანაკურსელებისგან, შემთხვევითი ნაცნობებისგან… და ღმერთმა იცის კიდევ ვისგან. X გაწევრიანებულია ათეულობით ჯგუფში რომლისგანაც იყენებს 5-10 %. მოსდის ათობით შეტყობინება/მოპატიჟება… ხდება დიდი რაოდენობით არასასურველი ინფორმაციის ცირკულაცია. ხდება არასასურველი ადამიანთა ჯგუფებთან ინფრომაციის გაზიარება…
მეორეს მხრივ არიან კომპანიები რომლებსაც უწევთ დიდი რაოდენობით არასაჭირო ინფორმაციის დამუშავება. ისინი შეცდომაში შედიან კლიკების ან სოც. ქსელებში ჯგუფის წევრების რაოდენობით. გამიზნული დიალოგის ნაცვლად კი ბევრის მარკეტინგული ძალისხმევა, ქუჩაში გამოკრულ ბილბორდს ემსგავსება რომელიც ყველასათვის და ამავე დროს არავისთვის არის.
მრავალშრიანი სოც. ქსელი ითვალისწინებს ამ შეუთავსებელი მიკროსამყაროების ერთმანეთისგან გამოყოფას და ცალკე, იზოლირებულ შრეებში მოქცევას, ასევე სასურველი შრეების სასურველი დოზით დაკავშირებას. კომპანიებს ეს საშუალებას მისცემს პირდაპირი დიალოგი აწარმოოს მიზნობრივ ჯგუფებთან, გამოყოს და გაანალიზოს საჭირო ინფორმაცია და ასევე აწარმოოს სოც. ქსელი რომელიც ერთდროულად მოიცავს კლიენტებს, თანამშრომლებს, პარტნიორებს და სხვა მიზნობრივ ჯგუფებს, რომლებიც ერთად, თუმცა ამავე დროს ცალკე იქნებიან.
მომხმარებელი ამ თეორიის მიხედვით იღებს პირველ რიგში მეტ ძალაუფლებას კომპანიასთან მიმართებაში (პირდაპირი მიზნობრივი დიალოგის სახით) და ამავე დროს მას უბრუნდება ის privacy რომელიც სოც. ქსელებმა ამ ბოლო დროს წაართვეს მას.
კონცეპტი დიდი, აბსტრაქტული და ფანტასტიკური სჩანს, თუმცა მისი სერიოზული განხილვა და მასზე მუშაობა მიდის. შედეგს მომავალი 5 – 10 წელი გვიჩვენებს.
რას ფიქრობთ ასეთ დიდ, გაერთიანებულ და მრავალშრიან სოც. ქსელზე? გამოთქვით თქვენი აზრი კომენტებში.
ბლოგები სოციალური მედია მარკეტინგის შესახებ
დღეს გადავწყვიტე გაგიზიაროთ რამოდენიმე საინტერესო ადამიანის, საინტერესო ბლოგების მისამართები. ისინი სფეროში წამყვანი ექპერტები არიან და შესაძლებელია იცით კიდევაც ამ ბლოგების უმრავლსესობა (ან ყველა), თუმცა იმედია ყველა აღმოაჩენს ამ პოსტში რაიმე ახალს.
Seth Godin -ცნობილი ავტორი და ბლოგერი.
მას ეკუთვნის ისეთი ცნებები მარკეტინგში როგორიც არის ტვ-ინდუსტრიული კომპლექსი, Permission marketing და Purple Cow.
სეთი კონკრეტულად სოციალურ მედია ან ინტერნეტ მარკეტინგზე არ წერს, თუმცა მისი კონცეპტების უმრავლესობა ძალიან სასარგებლოა ამ სფეროსთვის. ასევე ბევრი თეორია სოც. მედია მარკეტინგში, ზუსტად სეთის იდეებიდან არის წარმოქმნილი.
David Meerman Scott – ავტორი, ბლოგერი, კონსულტანტი, Public speaker
ავტორი წიგნისა – New Rules of Marketing & PR, ასევე ცნობილი Gobbledygook Manifesto-ს რომელიც კომპანიების მიერ პრეს-რელიზებში და რეკლამებში გამოყენებულ “უაზროაზრიან” ტექსტებს აკრიტიკებს.
სეთ გოდინისგან განსხვავებით დეივიდი მეერმან სკოტი ინტერნეტ მარკეტინგზე არის ორიენტირებული. მისი წიგნიც New Rules of Marketing & PR, ფაქტიურად მისი ბლოგ ჩანაწერების და კომენტარებში გამართული დებატების შედეგია.
Charlene Li და Josh Bernoff – Forrester Research-ის ანალისტები, 2008 წლის ბესტსელერის Groundswell-ს ავტორები.
Charlene Li და Josh Bernoff -ის Groundswell ჩემი აზრით საუკეთესო წიგნია დღესდღეობით, როდესაც საქმე მიდის სოც. მედია მარკეტინგის თეორიაზე. აქ კომპაქტურად მიმოხილულია მთელი თეორია, განხილულია კონკრეტული მაგალითები და სტრატეგიები. ბევრზე მეტყველებს Forrester Research-ის რეპუტაციაც.
მათი ბლოგიც არანაკლებ საინტერესოა. ისინი სოც. მედიასთან დაკავშირებულ ტრენდებზე აკეთებენ აქცენტს და განიხილავენ მომხმარებელთა ქცევის ცვილილებებს.
http://blogs.forrester.com/groundswell/
და დღეისათვის ბოლო, Paul Gillin – წარსულში ტექ. ჟურნალისტი რომელმაც ბოლო წლებში სოც. მედია მარკეტინგზე გადაერთო.
აღსანიშნავი ნაშრომია New Influencers, სადაც ვრცლად განხილულია ბლოგერების გავლება მომხმარებლებზე, ბლოგერებთან ურთიერთობის წესები და სტრატეგიები.
ზოგადად Paul კონცენტრირებულია ბლოგებზე და ბლოგერებზე, სოც. მედიის სხვა სფეროებსაც წააწყდებით მის პოსტებში.
Enjoy.




leave a comment