უსათაურო ბლოგი

Online სავიზიტო ბარათი, Card.ly

Posted in Uncategorized by A_I on დეკემბერი 5, 2009

ცნობილია რომ სავიზიტო ბარათი ე.წ. Networking-ის აუცილებელი ატრიბუტია. ის საშუალებას გვაძლევს სწრაფად გავცვალოთ სასურველი საკონტაქტო ინფორმაცია. მის შემდეგ რაც ინტერნეტში მომრავლდა სოციალური ქსელები თუ Community-ბი რომლებშიც ჩვენ გაწევრიანება გვიწევს, გაჩნდა “სავიზიტო ბარათის” აუცილებლობა ელექტრონულ ფორმატში. გარდა ამისა გახდა პოპულარული სოც. ქსელების მისამართების დატანა ქაღალდის სავიზიტო ბარათებზე. თუმცა, ყველა ელფოსტის, სოც. ქსელის თუ “ვიდეო-შერინგის” დამახსოვრებაა პრობლემატური, არათუ მათი სხვაზე გადაცემა.

ჩვენს დასახმარებლად გამოჩნდა რამოდენიმე სერვისი, რომელთაგანაც მე ყვალაზე მეტად www.card.ly -მ მომხიბლა. სერვისს გააჩნია პრემიუმ მომსახურება, თუმცა უფასო ვერსია სრულიად ფუნქციონალურია (ფასიანი ვერსიის უპირატესობა მხოლოდ თემების რაოდენობაშია). Card.ly სამ კატეგორიად ჰყოფს ბარათს: ჩემს შესახებ, სოც. ქსელები და კონტაქტი. ასევე შესაძლებელია სურათის ატვირთვა და მოკლე (140 სიმბოლო) სლოგანის დართვა.

სერვისის პლიუსებია:

  1. გამოყენების და რეგისტრაციის სიმარტივე.
  2. საკმაოდ ფართო არჩევანი ბარათების დიზაინში.
  3. თქვენ ბარათის მოკლე და მოსახერხებელი მისამართი Card.ly/saxeli
  4. სოც. ქსელების უმრავლესობის მხარდაჭერა.

ასევე შეიძლება პერსონალური badge-ს გაკეთება და მისი ჩასმა ბლოგზე თუ ვებსაიტებზე.

დემო შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://card.ly/demo

კარგი რამეა ერთი სიტყვით, I found it useful.

მომხმარებლის სოციალური ტექნოგრაფიული პროფილი

Posted in Marketing, კომენტარი by A_I on ივნისი 13, 2009

forrester-logoინტერნეტში მომხმარებლის მოზიდვისათვის და მასთან მარკეტინგის წარმოებისათვის უნივერსალური მეთოდები, როგორც ეს ბევრს ჰგონია არ არსებობს. ამიტომაც თუ ერთი კომპანიისთვის Facebook-ში შექმნილი ჯგუფი სასწაულებს ახდენს, მეორესთვის ის ტყუილად დროის კარგვაა, ერთი ფორუმი მუშაობს მეორე არა, რაღაც ბლოგები პოპულარულია ზოგი ნაკლებად და ა.შ.

გარდა იმისა რომ არსებობს ისეთი ფაქტორები როგორიც არის: საინტერესო კონტენტი, იოლად დასამახსოვრებელი და “catchy” დომენი, კარგი SEO და სხვა. არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მომხმარებელი და მისი ქცევა ინტერნეტში.

როგორც ინტერნეტ-მარკეტინგში მონაწილე კომპანიებისთვის ასევე ინტერნეტში დაფუძნებული ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია მათი მომხმარებლების, რომლებსაც “რეალში” გარკვეული მახასიათებლები გააჩნიათ, ინტერნეტში ქცევის მიხედვით კატეგორიებად დაყოფა. სწორედ ამას ემსახურება სოციალური ტექნოგრაფიული პროფილის (Social Technographics Profile) ცნება. მომხმარებლის დახარისხების ეს მეთოდი ცნობილი კვლევითი კომპანიის, Forrester Research-ის გამოგონებაა. სოციალური ტექნოგრაფიული პროფილი ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ ჩვენი მომხმარებლის ქცევა ვებში და შევარჩიოთ შესაბამისი ინტერნეტ მედია მასთან ურთიერთობისათვის. მაშინ როდესაც ამ პროფილებისათვის საჭირო სტატისტიკა მხოლოდ რამოდენიმე ბაზრისთვის არსებობს, თვითონ მეთოდი გამოყენებადია ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერი მასშტაბით (ისიც არ დაგვავიწყდეს რომ ინტერნეტს საზღვრები არ აქვს). ახლა კი დაწვრილებით მის შესახებ.

Forrester Research მომხმარებლებს ჰყოფს 6 ჯგუფად მათი ქცევის მიხედვით:

  1. Creators – შემქმნელები
  2. Critics – კრიტიკოსები
  3. Collectors – შემგროვებლები
  4. Joiners – გულზიარ-ები (ამის შესატყვისი ქართული სიტყვა არ ვიცი და ამიტომ ლექსიკონს დავეყრდნობი :) )
  5. Spectators – მაყურებლები
  6. Inactives – უმოქმედოები

თვითონ ჯგუფების სახელები მიუთითებს იმაზე თუ რას ნიშნავს თითოეული, თუმცა პატარა ახსნას მოვაყოლებ.

Creators არის მომხმარებელთა ჯგუფი რომელიც თვითონ ჰქმნის კონტენტს, მათ აქვთ ბლოგები, ისინი ხშირად ხსნიან ფორუმებზე თემებს და ჰქმნიან ჯგუფებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

Critics ასევე აქტიური მომმხმარებლები არიან, თუმცა ისინი ამჯობინებენ კომენტარები გააკეთონ უკვე შექმნილ კონტენტზე, მათი რიცხვი ისევე როგორც შემქმნელების სხვა მომხმარებლეთან შედარებით მცირეა.

Collectors, ისინი აქტიურად იყენებენ RSS-ს, უკეთებენ ტეგებს სხვადასხვა საიტებსა თუ პროფილებს (მაგ.: del.icio.us-ში ან Last.fm-ში) და მონაწილეობენ ინტერნეტ გამოკითხვებში.

Joiners მომხმარებელთა ეს ჯგუფი, ქმნის ანგარიშებსა და პროფილებს სხვადასხვა ქსელებში, ისინი ტვვირთავენ იქ სურათებს და ცდილობენ შეავსონ (და განახლებულ მდგომარეობაში ამყოფონ) თავისი ინფო, თუმცა დისკუსიაში ნაკლებად მონაწილეობენ და კონტენტსაც თითქმის არ ჰქმნიან.

Spectators ეს ადამიანები კითხულობენ ფორუმებსა და ბლოგებს, უყურებენ ვიდეოს Youtube-ზე, თუმცა თითქმის არსად რეგისტრირდებიან და კომენტარსაც არასოდეს აკეთებენ, ეს იმ ხალხის კატეგორიაა რომელიც ინფორმაციას მხოლოდ იღებს, თუმცა არ ავრცელებს.

Inactives ეს კი იმ ადამიანების კატეგორიაა რომლებსაც ინტერნეტმა E-mail-ისა და ამინდის პროგნოზის გარდა სხვა სასარგებლო არაფერი მოუტანია. თუმცა მათი რიცხვი ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დიდია.

რა სარგებლობა მოაქვს ამ ყველაფერს?

მაგალითისათვის, თუ ჩვენ ვაწარმოებთ ისეთ პროდუქტს (ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პროდუქტი, ასევე სერვისი ან სულაც კონტენტი) ფრანგი მამაკაცებისთვის რომელთა ასაკი 25-34 წელია, ჩვენ დავინახავთ რომ მათთვის მდიდარი ინფორმაციის მქონე საიტებია საჭირო, სადაც მათ კომენტარის გაკეთების საშუალება ექნებათ, თუმცა რეგისტრაციისა და მდიდარი პროფილების შექნმნა ნაკლებად არის სასურველი (იხ. სურათი).

Screenshot

ეს ასე, მარტივად და ზედაპირულად, ცხოვრება უფრო რთულია რა თქმა უნდა, თუმცა იმედია წარმოდგენა შეგექმნათ იმაზე თუ რაში გამოიყენება “სოციალური ტექნოგრაფიული პროფილი”.

ასეთი სტატისტიკის შედგენა, ჩვენთანაც არის შესაძლებელი, ინტერნეტ მომხმარებლების მიერ. ის რათქმა უნდა ნაკლებად სანდო, ნაკლებად პროფესიონალური და არასრული იქნება, თუმცა სურვილისამებრ ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება.

აქ კი Forrester Research-ის მიერ შემოთავაზებული დემო-ხელსაწყო, ტექნოგრაფიულ პროფილებზე წარმოდგენის შესაქმნელად. ეს ასევე მხოლოდ ზედაპირული ნაწილია და მათ ბევრად უფრო დაწვრილებითი სტატისტიკა გააჩნიათ და მომხმარებლის უფრო მეტი მახასიათებელი (აქ მხოლოდ ასაკი, სქესი და გეოგრაფიული ადგილმდებარეობაა). Still, შეგიძლიათ ცოტა გაერთოდ:

http://www.forrester.com/Groundswell/profile_tool.html

სოციალური ქსელების გავლენის რუკა

Posted in Uncategorized by A_I on ივნისი 8, 2009

ახლახან ტვიტტერში გადავეყარე ზემოხსენებული დასახელების რუკას და გადავწყვიტე აქაც გამეზიარებია. იმედია თუ საქმეში არ გამოგადგებათ ცნობისმოყვარეობას მაინც დაგიკმაყოფილებთ :)

რუკა ინტერაქტიულია და ქვეყანაზე დაკლიკვის შემთხვევაში აგდებს პატარა Pop-up-ს რომელიც გვატყობინებს თუ რა სოციალური ქსელია ამ ქვეყანაში გაბატონებული. ასევე შეგვიძლია დავაკლიკოთ სასურველ სოციალურ ქსელს და ვნახოთ თუ რომელ ქვეყნებშია ის პოპულარული. რუკა შედგენილია ამ წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

Untitled

შედეგები ჩემთვის გასაკვირი არ ყოფილა უმეტეს შემთხვევაში და ვფიქრობ არც თქვენთვის იქნება. აქ კი გთავაზობთ რამოდენიმე Highlight-ს:

  • საქართველოში რომ Одноклассники სამწუხაროდ თუ საუბედუროდ პირველი და შეუცვლელია მგონი ყველამ ვიცით. ის ასევე პოპულარული აღმოჩნდა აზერბაიჯანში, სომხეთში, მოლდოვეთსა და ყირგიზეთში (თვითონ რუსები Vkontakte-ს ანიჭებენ უპირატესობას)
  • Facebook-ს სამართლიანად რუკის უდიდესი ნაწილი უკავია და გავრცელებულია როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. მას ოკუპირებული ჰყავს მთელი ევროპა, ორივე ამერიკა, ავსტრალია და ასევე რა გასაკვირიც არ უნდა იყოს მუსულმანური სამყაროს დიდი ნაწილი (მიუხედავად იმისა რომ მათ სოც. ქსელების ნაკლებობა არ აქვთ. მაგ Maktoob ან Muxlim)
  • ერთ დროს ყველაზე პოპულარულ ქსელს Myspace-ს კი არავინ სწყალობს და #1 არცერთ ქვეყანაში არ აღმოჩნდა
  • საქართველოში კი ერთ დროს გავრცელებული HI5 მონღოლეთის, მექსიკის, ტაილანდის, პერუს, რუმინეთის, პორტუგალიის და კამერუნის ფავირიტი ყოფილა :D

ეს არის ის რამაც ჩემი ყურადღება მიიპყრო პირველ ნახვაზე. დანარჩენი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.techcrunch.com/2009/06/07/a-map-of-social-network-dominance/