Google, Microsoft-ს ახალ ფრონტს უხსნის
გუშინ კომპანია Google-მ თავისი ახალი ოპერაციული სისტემის, Google Chrome OS-ის შესახებ განაცხადა. კომპანიის თქმით ოპერაციული სისტემა იქნება, მარტივი, სწრაფი და დაცული. Chrome OS გათვლილია ე.წ. Netbook-ზე. თუმცა როგორც ჩანს გუგლი ამ სისტემის სხვა, უფრო ძლიერი ტიპის კომპიუტერებზე გავრცელების წინააღმდეგი არ არის. საგულისხმოა ის მომენტიც რომ სისტემა OpenSource-ით გავრცელდება და უფასო იქნება. ის ასევე ღია იქნება დამოუკიდებელი დეველოპერებისათვის.
Google აცხადებს რომ Chrome OS, Android-ისგან (გუგლის ოპერაციული სისტემა პორტაბელური მოწყობილობებისათვის) დამოუკიდებელია, და კომპიუტერების მწარმოებლებს მოუწოდებს Android ტელეფონებისთვის დატოვონ, ხოლო PCსთვის ახალ OS-ს დაელოდონ.
Chrome OS რა თქმა უნდა ახალი თავსატეხია Microsoft-სთვის რომელიც ოპერაციული სისტემების ბაზარზე დომინანტია. აქამდე მრავალს უცდია Microsoft-ისთვის ამ პოზიციის წართმევა, მაგრამ უშედეგოდ… თუმცა გუგლი განსაკუთრებული შემთხვევაა. მას გააჩნიათ დიდი ფინანსები, ის პოპულარულია ინტერნეტის მომხმარებლებს შორის და რაც მთავარია Google-ს გააჩნია ხედვა. ჯერ Google Docs-ით, შემდეგ კი Chrome-ით, Wave-ით და ახლა უკვე Chrome OS-ით, კომპანიამ მოახდინა დემონსტრაცია რომ ის კომპიუტერების მომავალს ინტერნეტს უკავშირებს. Windows-ის გან განსხვავებით, ახალი ოპერაციული სისტემა Internet-centric იქნება. Google-ის ამოცანაა მომხმარებლის კომპიუტერზე ოპერაციული სისტემა დატოვოს, ხოლო ყველა დანარჩენი სერვისი ვებში გადაიტანოს.
ეს იქნება ბრძოლა არა მხოლოდ OSების ბაზრისთვის, ეს იქნება ბრძოლა იდეოლოგიისათვის. Microsoft-მა თავისი ლიდერობის წლებში, ჩამოაყალიბა თამაშის წესები, რომელსაც მიჰყვება სხვადასხვა სოფტისა თუ ჰარდის მწარმოებლები. Microsoft თავისი Windows-ით ჰქმნის უზარმაზარ ბაზარს თამაშებისა, კორპორაციული თუ სამომხმარებლო სოფტის მწარმოებლებისათვის. პროგრამებისა და Windows-ის მზარდ მოთხოვნებს, მხარს უბამს აპარატურის მწარმოებლებიც. ამტი-ვირუსული და ანტი-პირატული საშუალებები ცალკე ინდუსტრიად განვითარდნენ. ასე რომ Google-ს უფასო, უსაფრთხო, მსუბუქი და ინტერნეტზე დაფუძნებული OS-ის წარმატების შემთხვევაში ყველაფერი თავდაყირა დადგება არა მხოლოდ Microsoft-თვის.
იქნება თუ არა Google ერთერთი მრავალთაგანი… თუ…?
ამას დრო გვიჩვენებს.
აი როგორც იქნა მოვიცალე პოსტის დასაწერად.



10 comments