ისევ ინტერნეტის ძალა ანუ რა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ მომხმარებელს – ბლოგერი Cyxymu.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არ მუშაობდა ტვიტერი. მიუხედავად იმისა რომ ის გამართულად მუშაობს უკვე რამოდენიმე თვეა (ადრე მას ასეთი პრობლემები ყოველდღიურად ახასიათებდა), მე და ბევრ სხვასაც ეგონა რომ, ეს ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული, კიდევ ერთი სერვისის გადატვირთვაა. თუმცა, როგორც დღეს აღმოჩნდა, ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ (შეტევები Blogger, Facebook, Livejournal და Youtube-ზე რომლებმაც უფრო შეუმჩნევლად ჩაიარა) გამოწვეულია ერთი მომხმარებელის Cyxymu-ს “ბრალი”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ იმათი ბრალი ვისაც მისი “გაჩუმება” უნდოდა (ასეთი სახელი მისცა ამ ფაქტს ინტერნეტ-გამოცემა CNET-მა).
თუმცა, თვითონ ამ ფაქტმა არ გამოიწვია ჩემში უდიდესი გაკვირვება (ბოლო-ბოლო ის რომ ინტერნეტით შეიძლება ბევრის გაკეთება და ბევრის გაბრაზება ეს ცნობილია), ყველაზე აღსანიშნავი იყო მომხდარის ეფექტი. ის ჩემი აზრით აჩვენებს, თუ როგორი თავისუფალი, ძლიერი, გავლენიანი და… და დემოკრატიული არის ინტერნეტი. მომხდარი ასევე იმის მაჩვენებელია რომ ინტერნეტის გაკონტროლება, რისთვისაც მავანი იღწვის დაუღალავად, შეუძლებელია.
უფრო კონკრეტულად. შეტევის მწარმოებლების მიზანი იყო იუზერ Cyxymu-ს გაჩუმება (როგორც ჩანს რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით), რაც მათ თითქოს და მოახერხეს მისი ყველა ინტერნეტ-ანგარიშის გათიშვით. თუმცა რეალობა სულ სხვას გვაჩვენებს. მომხმარებელი Cyxymu ინტერნეტ სივრცის “ვარსკვლავი გახდა”.
თუ კი დღემდე მის შესახებ, რაღაც გარკვეული რაოდენობის ადამიანმა იცოდა, დღეს მის შესახებ რამოდენიმე ათეულობით ათასით მეტმა იცის. ამის დასტური კი, მასზე გამოქვეყნებული სტატიებია, უდიდეს ბლოგებსა თუ ინტერნეტ გამოცემებში. ალბათ ამ წუთის მდგომარეობით Cyxymu, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ქაერთველი ბლოგერია, რაც მე პირადად მიხარია და წარმატებებსაც ვუსურვებ. ქვემოთ კი მოვიყვენ რამოდენიმე სტატიის ლინკს სადაც მასზეა საუბარი:
Mashable
http://mashable.com/2009/08/07/twitter-facebook-2/
http://mashable.com/2009/08/06/twitter-ddos-attacks/
http://mashable.com/2009/08/07/twitter-comment-on-ddos-attack/
Guardian
http://www.guardian.co.uk/technology/2009/aug/07/internet-attacks-georgia-cyxymu
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-accuses-russia – ინტერვიუ Cyxymu-სთან.
http://www.guardian.co.uk/world/2009/aug/07/georgian-blogger-cyxymu-accuses-russia?commentpage=1
CNET
http://news.cnet.com/8301-27080_3-10305200-245.html
http://news.cnet.com/8301-11424_3-10305661-90.html CNET-ის პოდკასტი
Gizmodo
Brand Republic
http://www.brandrepublic.com/News/925578/Georgian-blogger-target-Twitter-Facebook-attack/
Forum.ge
http://forum.ge/?f=29&showtopic=33998704&st=0
BBC
http://news.bbc.co.uk/2/hi/technology/8189162.stm
TimesOnline
http://technology.timesonline.co.uk/tol/news/tech_and_web/article6742464.ece
NYTimes
http://www.nytimes.com/2009/08/07/technology/internet/07twitter.html?_r=4
http://bits.blogs.nytimes.com/2009/08/07/twitter-apps-blocked-as-attacks-continue-friday/
Daily Mail
European Voice
http://www.europeanvoice.com/page/european-voice-blogs/366.aspx?blogitemid=384
Big Mouth Media
LATimes
http://www.latimes.com/business/la-fi-twitter7-2009aug07,1,4209260.story
ComputerWorld
http://blogs.computerworld.com/14510/its_time_to_get_rid_of_windows
NewsRU.com
http://newsru.co.il/world/07aug2009/ddos511.html
Reuters
http://www.reuters.com/article/rbssITServicesConsulting/idUSN0612153720090807
http://blogs.reuters.com/mediafile/2009/08/07/twitter-georgian-blogger-south-ossetia-hack-attack/
TheRegister
http://www.theregister.co.uk/2009/08/07/twitter_attack_theory/
SCMagazine
Inopressa – TImes-ის სტატიის რუსული თარგმანი
http://www.inopressa.ru/article/07Aug2009/times/twitter.html
Газета.Ru
http://gazeta.ru/politics/2009/08/07_a_3233962.shtml
PCWorld
http://www.pcworld.com/article/169809/twitter_ddos_attack_politically_motivated_says_report.html
CNN
http://edition.cnn.com/2009/TECH/08/07/russia.georgia.twitter.attack/index.html
Sky News
The Moscow Times
http://www.themoscowtimes.com/article/600/42/380335.htm
Good Morning Silicon Valley
http://blogs.siliconvalley.com/gmsv/2009/08/social-site-sieges-collateral-damage-in-cyberwar.html
Wikipedia
http://en.wikipedia.org/wiki/Cyxymu
ZDNET
http://government.zdnet.com/?p=5220
TGDaily
http://www.tgdaily.com/content/view/43555/108/
Darknet.co.uk
http://www.darknet.org.uk/2009/08/twitter-facebook-taken-offline-by-ddos-attacks/
Foreign Policy
http://neteffect.foreignpolicy.com/posts/2009/08/07/is_cyxymu_the_first_digital_refugee
F-Secure
http://www.f-secure.com/weblog/archives/00001746.html
McAfee
http://www.avertlabs.com/research/blog/index.php/2009/08/07/collateral-damage/
ფიქრობდნენ თუ არა შემტევები ასეთ შედეგზე? ვეჭვობ რომ არა…
P.S. აქ კი Cyxymu-ს პროფილების მისამართები (ზოგი მათგანი ახლაც გათიშულია)
http://www.facebook.com/cyxymu
http://cyxymu2.livejournal.com/
http://www.youtube.com/user/Cyxymu
http://evan.phenixblue.com/2009/08/cyxymus-livejournal/ – Cyxymu-ს ბლოგის ჩანაწერები ინგლისურად.
http://abodator.livejournal.com/13213.html Cyxymu-ს 6 აგვისტოს გამოუქვეყნებელი პოსტი.
Cyxymu-ის მხარდამჭერი ჯგუფი Facebook-ში
http://www.facebook.com/s.php?q=we+support+cyxymu&init=quick#/group.php?gid=112590519292&ref=search
და ბოლოს მინდა დავამატო ლინკები ამ ამბის შესახებ, ქართულ ბლოგებზე:
დოქტორ დესფიუსის ლაბორატორია
Dodka.ge
http://dodka.ge/2009/08/07/soxumibuzz/
Ap-achi
ამ პოსტის გადმონაპოსტი, “პერეპოსტი ანუ”
http://ap-achi.blogspot.com/2009/08/cyxymu.html
BigCrow
http://bigcrow.wordpress.com/2009/08/07/rewind-back
Sweet.ge
http://sweet.ge/2009/08/cyxymu-lie/
ვიდეო მასალა
რა არის სოციალური მედია? (a.k.a. What the F**k Is Social Media?)
დღეს დილით აქ აღმოვაჩინე, ძალიან კარგი პრეზენტაცია სოციალურ მედიაზე - “What the F**k Is Social Media?”. პრეზენტაციის ავტორი მოკლედ მიმოიხილავს სოციალური მედიის მთელ არსს, და ამავე დროს მოჰყავს სტატისტიკა რომლის შედეგადაც რთულია არ დარწმუნდე სოც. მედიის ძალაში. არის ორი პრეზენტაცია What the F**k Is Social Media? და What the F**k Is Social Media? One year later, შესაბამისად შარშანდელი და წლევანდელი ვერსიები.
მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, თავად ნახეთ და შეაფასეთ.
როგორ შევარჩიოთ “სწორი” ინტერნეტ მედია ბიზნესისთვის?
როდესაც კომპანია ინტერნეტში ფეხის მოდგმის გადაწყვეტილებას იღებს, ყველაზე დიდი შეკითხვა არის: “სად?”. ის რომ ვებ-გვერდი სადაც კომპანიის ისტორია და საკონტაქტო ინფორმაციაა, საკმარისი აღარ არის ყველამ იცის. თუმცა როდესაც დგება საკითხი თუ რომელ სოციალურ ქსელში თუ ინტერნეტ მედიაში უნდა იყოს კომპანია წარდგენილი მენეჯმენტს პასუხი ყოველთვის არ აქვს. ზოგი ცდილობს იყოს ყველგან (თუმცა ეს დღევანდელ პირობებში შეუძლებელია), ზოგი ცდილობს მოიცვას ყველაზე პოპულარული community-ბი, ზოგიც უბრალოდ სხვა კომპანიების მაგალითს მიჰყვება და მისი ქმედებების იმიტაციას ახდენს.
დღეს-დღეობით, ჩვენ გაგვაჩნია უამრავი ინტერნეტ-მედიის სახეობები, და კიდევ უფრო მეტი ვებ-გვერდები რომლებიც ასეთ სერვისებს გვთავაზობს. კომპანიას შეუძლია ჰქონდეს პროფილი Facebookში, MySpaceში ან Twitterში, მონაწილეობდეს ფორუმებში, ჰქონდეს თავისი კორპორატიული ბლოგი(ები), ან სულაც ჰქონდეს საკუთარი ფორუმი ან სოციალური ქსელი… სიის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
ბევრი კომპანია დღეს ინტუიციას ან სხვის გამოცდილებას ენდობა და ხშირად ცდება კიდევაც. საბედნიეროდ, ინტერნეტ მარკეტინგის ექსპერტებმა შეიმუშავეს რამოდენიმე მეთოდი სწორი არჩევანის გასაკეთებლად. თითქმის ყველა ასე თუ ისე ცნობილ ავტორს თავისი მეთოდი გააჩნია, რომლებიც ზოგჯერ, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მიდგომითა და თანმიმდევრობით. ჩემი პერსონალური ფავორიტი, Forrester Researchის ანალიტიკოსების, Charlaine Li და Josh Bernoff-ის მიერ შემუშავებული P.O.S.T. მოდელია, რომელსაც მოკლედ აღვწერ ქვემოთ.
People – ადამიანები. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს თუ ვისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს
. ბიზნესის პოტენციურ კლიენტებს გადამწყვეტი როლი აქვთ ინტერნეტ კამპანიის წარმატებაში. თუ კი თქვენი კლიენტები 65 წელს გადაცილებული პირებია, არამგონია Facebook (რომელსაც 200 მილიონი + მომხმარებელი ჰყავს) თქვენთვის შესაფერისი იყოს. უფრო დეტალურად ამ ფაქტორზე მე უკვე ვიასუბრე პოსტში “მომხმარებლის სოციალური ტექნოგრაფიული პროფილი”
Objective – მიზანი. ბევრი კომპანია ინტერნეტში მოქმედებას მხოლოდ იმიტომ იწყებს, რომ ამას ყველა აკეთებს. კომპანიებს არ გააჩნიათ რაიმე კონკრეტული მიზანი. შედეგი? ნული – რადგანაც იმას ვერასოდეს მიაღწევ, რისთვისაც არ იღწვი.
Strategy – სტრატეგია. დასახული მიზანი კარგია, თუმცა ის არაფერია თუ მისკენ სამოძრაო გეგმას არ შევიმუშავებთ. უნდა შემუშავდეს კონკრეტული ქმედებები, რომლებიც კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს, რომელიც თავის მხრივ Objective-თან დაგვაახლოვებს.
Technology – ტექნოლოგია. დიახ, მისი არსებობის შესახებ ჩვენ ყველაზე ბოლოს უნდა ვიფიქროთ. მენეჯერთა უმთავრესი შეცდომა არის ჯერ ტექნოლოგიაზე ფიქრი და შემდეგ ამ ტექნოლოგიაზე ყველაფერი დანარჩენის მორგება, მაგ.: N-ს მოსწონს ბლოგერობა, ამიტომაც ის იწყებს ფიქრს თუ რა შეიძლება კომპანიამ გააკეთოს ბლოგის საშუალებით, მაშინ როდესაც ბლოგი შესაძლებელია სრულიად შეუფერებელი იყოს კომპანიის პროდუქციისათვისა და იმიჯისთვის. როგორც გამოცდილება აჩვენებს, პროცესი პირიქით უნდა მიმდინარეობდეს და ტექნოლოგია უნდა ერგებოდეს ჩვენს მიზნებს და არა ჩვენი მიზნები ტექნოლოგიას.
ჩემი აზრით ეს ყველაზე მარტივი და ჩამოყალიბებული მოდელია დღეს-დღეობით, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს პროცესის სხვადასხვა ასპექტებს. თუმცა ის ერთადერთი არ არის… რას ფიქრობთ თქვენ?




25 comments